ასაკობრივი ცვლილებები (ენდოკრინული სისტემის ბიოლოგია) | მკურნალი.გე
  1. ასაკობრივი ცვლილებები (ენდოკრინული სისტემის ბიოლოგია)
  2. ენდოკრინული სისტემის ბიოლოგია
  3. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ასაკობრივი ცვლილებები (ენდოკრინული სისტემის ბიოლოგია)

ჰორმონთა უმრავლესობის დონე სისხლში ასაკის მატებასთან ერთად იკლებს, მაგრამ ზოგი მათგანის შემცველობა ახალგაზრდულის შესაბამისი რჩება, ზოგისა კი იმატებს. მაშინაც კი, როცა ამ ნივთიერებების რაოდენობა უცვლელი რჩება, ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირება ზოგადად დაბერებასთან ერთად ქვეითდება, რადგან ჰორმონთა რეცეპტორების მგრძნობელობა იკლებს. ამის გამო, ერთი შეხედვით, ჰორმონთა ჩანაცვლებითი თერაპია თითქოს სასარგებლო უნდა იყოს მოხუცებულთათვის, თუმცა ზოგადად, როგორც ჩანს, ეს არ აბრუნებს ახალგაზრდობას, არ ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და ზოგ შემთხვევაში (მაგ. ესტროგენის ჩანაცვლებითი თერაპია უფროსი ასაკის ქალბატონებში) პოტენციურად საზიანოც კია. თუმცაღა, ამჟამად მიმდინარე კვლევებით მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, რა სასარგებლო ეფექტები შეიძლება ჰქონდეს მოხუცებულთათვის ზოგიერთი ჰორმონის დანიშვნას.