ჰიპოფიზის გადიდება | მკურნალი.გე
  1. ჰიპოფიზის გადიდება
  2. ჰიპოფიზის დაავადებები
  3. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ჰიპოფიზის გადიდება

ჰიპოფიზის გადიდებას, როგორც წესი, სიმსივნე იწვევს, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება ჯირკვალში სისხლჩაქცევა იყოს ან სხვა დაავადება, მაგ. ტუბერკულოზი ან სარკოიდოზი. ჰიპოფიზის გადიდება შესაძლოა სიმპტომებით გამოვლინდეს, მაგ. თავის ტკივილით. ზომაში გაზრდილი ჯირკვალი ხშირად აწვება მხედველობის ნერვებს, რომელიც მის ზემოთ გაივლის, შესაბამისად, პაციენტმა შეიძლება მხედველობაც დაკარგოს. ეს თავდაპირველად ორივე თვალის მხედველობის ველის ზედა გარეთა ნაწილს ეხება. ამ მდგომარეობის შედეგი შესაძლოა ასევე იყოს ჰიპოფიზის ჰორმონების ჭარბად ან ნაკლებად წარმოქმნაც. მკურნალობა გადიდების მიზეზზეა დამოკიდებული.