ფარული ლიმფოციტური თირეოიდიტი | მკურნალი.გე
  1. ფარული ლიმფოციტური თირეოიდიტი
  2. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ენდოკრინული სისტემის დაავადებები)
  3. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ფარული ლიმფოციტური თირეოიდიტი

ფარული ლიმფოციტური თირეოიდიტი (მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტი) ფარისებრი ჯირკვლის უმტკივნეულო, ავტოიმუნური ანთებაა, რომელიც, როგორც წესი, მშობიარობის შემდეგ ვითარდება და თავისით გაივლის.

ფარული ლიმფოციტური თირეოიდიტი ყველაზე ხშირად ქალებში გვხვდება, როგორც წესი მშობიარობიდან 1-3 თვის შემდეგ და ფარისებრი ჯირკვლის უმტკივნეულო გადიდებას იწვევს. დაავადება ყოველი მომდევნო ორსულობის დროს თავიდან აღმოცენდება.

რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ვითარდება ჰიპერთირეოზი, რასაც ჰიპოთირეოზი მოჰყვება. საბოლოოდ კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნორმას უბრუნდება.

ჰიპერთირეოიდიზმს რამდენიმეკვირიანი მკურნალობა სჭირდება, ხშირად ბეტა-ბლოკერით, მაგ. ატენოლოლით. ჰიპოთირეოიდიზმის დროს შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიღება გახდეს აუცილებელი, ხშირად 12 თვემდე პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ჰიპოთირეოზი ქვემწვავე უმტკივნეულო თირეოიდიტის მქონე პაციენტთა 10%-ში მუდმივ ხასიათს იძენს და ამ ადამიანებს მთელი სიცოცხლის მანძილზე უწევთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიღება.