მემკვიდრეობითი ჰემორაგიული ტელეანგიექტაზია | მკურნალი.გე
  1. მემკვიდრეობითი ჰემორაგიული ტელეანგიექტაზია
  2. სისხლდენით და სისხლის შედედების დარღვევებით მიმდინარე დაავადებები
  3. სისხლის დაავადებები
მემკვიდრეობითი ჰემორაგიული ტელეანგიექტაზია

მემკვიდრეობითი ჰემორაგიული ტელეანგიექტაზია (რანდიუ-ოსლერ-ვებერის დაავადება) გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლძარღვები არასრულფასოვნად არის ჩამოყალიბებული და სისხლდენისადმია მიდრეკილი.

კანქვეშა სისხლძარღვები ადვილად ზიანდება და სისხლდენა ვითარდება, რის გამოც პატარა, მოწითალო-მოიისფრო ლაქები ჩნდება, განსაკუთრებით სახეზე, ტუჩებზე, პირის ღრუსა და ცხვირში, ფეხისა და ხელის თითების წვერებზე. ზოგჯერ ცხვირიდან ძლიერი სისხლდენაც აღინიშნება. შესაძლოა საჭმლის მომნელებელი და საშარდე სისტემების, თავისა და ზურგის ტვინის წვრილი სისხლძარღვების დაზიანება, რაც ამ ორგანოებში სისხლდენას გამოიწვევს.

მკურნალობის მიზანი სისხლდენის შეჩერებაა: ზეწოლით, სისხლძარღვების შემავიწროებელი ადგილობრივი საშუალების გამოყენებით ან ლაზერის სხივით სისხლმდენი სისხლძარღვის მოწვით. ძლიერი სისხლდენის დროს შესაძლოა უფრო აგრესიული მეთოდები გახდეს საჭირო. მკურნალობის შემდეგ სისხლდენა თითქმის ყოველთვის ხელახლა ვითარდება და რკინადეფიციტურ ანემიას იწვევს; შესაბამისად, მემკვიდრეობითი ჰემორაგიული ტელეანგიექტაზიის მქონე ადამიანებმა რკინის შემცველი მედიკამენტები უნდა მიიღონ. ზოგჯერ მათ ფიბრინის წარმოქმნის დამთრგუნველი საშუალებების გამოყენებაც უწევთ.