კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი | მკურნალი.გე
  1. კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი
  2. იმუნოდეფიციტური დაავადებები
  3. იმუნური სისტემის დაავადებები
კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი

კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი T უჯრედების (ლიმფოციტების) დეფექტით გამოწვეული თანდაყოლილი იმუნოდეფიციტური დაავადებაა.

T უჯრედების ფუნქციის დეფიციტის გამო ორგანიზმს უქვეითდება სოკოვან ინფექციასთან, მათ შორის საფუარის სოკოსთან, ბრძოლის უნარი. სხვა ინფექციების საწინააღმდეგო დაცვა არ არის შესუსტებული. კანდიდოზი, როგორც წესი, ბავშვობაში იწყება და პერსისტირებს. ზოგჯერ შეიძლება ადრეული მოზარდობის ასაკშიც დაიწყოს. სოკომ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ლორწოვანის (რძიანა), სკალპის, კანისა და ფრჩხილების ინფექცია. ზიანდება პირის, ქუთუთოების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და საშოს ამომფენი მემბრანები. ბავშვებს შორის პირველ სიმპტომია რძიანა, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება, აგრეთვე, გამონაყარი პამპერსის მიდამოში ან ორივე ერთად. დაავადების სიმძიმე ვარირებს; დაზიანებამ შეიძლება მოიცვას ერთი ფრჩხილი ან სახე და თავის კანი მთლიანად დაიფაროს დამამახინჯებელი გამონაყარით. გამონაყარი ფუფხით იფარება და მკვრივდება, შესაძლოა გამონადენი. თავის კანზე გამონაყარმა შეიძლება თმის ცვენა გამოიწვიოს. ხშირია ენდოკრინული დარღვევებიც, სახელდობრ პარათიროიდული (ჰიპოპარათიროიდიზმი) და თირკმელზედა ჯირკვლების (ადისონის დაავადება) დისფუნქცია. ზოგჯერ ჰეპატიტი და გრეივსის დაავადება ვითარდება.

ინფექციის არსებობაზე ექიმს მიანიშნებს დამახასიათებელი გამონაყარი. დიაგნოზი დასტურდება ინფექციის კერიდან აღებული ნიმუშის მიკროსკოპული გამოკვლევისას საფუარი სოკოს იდენტიფიცირებით.

ინფექციის კონტროლისთვის, ჩვეულებრივ, სოკოს საწინააღმდეგო მალამოები გამოიყენება კანზე წასასმელად. თუ ინფექცია გრძელდება, მისი ეფექტური მკურნალობა შეიძლება ფლუკონაზოლის ან სხვა მსგავსი სოკოს საწინააღმდეგო წამლის მიღებით. მკურნალობა ხანგრძლივად არის საჭირო. ჩვეულებრივ, დაავადება ქრონიკულია, თუმცა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე გავლენას არ ახდენს.