ელენთის დაავადებები და იმუნოდეფიციტი | მკურნალი.გე
  1. ელენთის დაავადებები და იმუნოდეფიციტი
  2. იმუნოდეფიციტური დაავადებები
  3. იმუნური სისტემის დაავადებები
ელენთის დაავადებები და იმუნოდეფიციტი

ელენთა იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის სისხლს ფილტრავს, ბაქტერიებისა და სხვა ინფექციური აგენტებისგან წმენდს, ანადგურებს მათ. ელენთა ანტისხეულებსაც (იმუნოგლობულინებს) წარმოქმნის. ადამიანს, რომელსაც დაბადებიდან ელენთა არ აქვს ან ამოკვეთილი აქვს დაზიანების თუ დაავადების გამო, გარკვეული ბაქტერიული ინფექციების განვითარების მაღალი ალბათობა აქვს.

პირს, რომელსაც არ აქვს ელენთა, სხვა ვაქცინებთან ერთად, დამატებით პნევმოკოკური და მენინგოკოკური ვაქცინაც უკეთდება. პაციენტს, რომელსაც დაავადებული ელენთა აქვს ან არ აქვს ელენთა, ინფექციის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ეძლევა ანტიბიოტიკი. თუ ბავშვს არ აქვს ელენთა, სისხლში მოცირკულირე ინფექციის დასათრგუნავად, პრევენციის მიზნით, მინიმუმ 5 წლამდე გამუდმებით ეძლევა ანტიბიოტიკი, ჩვეულებრივ, პენიცილინი ან ამპიცილინი. იმუნოდეფიციტური დაავადების არსებობისას ანტიბიოტიკების მუდმივი გამოყენებაა საჭირო.