დაბერების ეფექტი | მკურნალი.გე
  1. დაბერების ეფექტი
  2. კანის ბიოლოგია
  3. კანის დაავადებები
დაბერების ეფექტი

დაბერებასთან ერთად ხდება დერმისა და ეპიდერმის გათხელება, ცხიმის განლევა. კანის სამივე შრეში მიმდინარე აღწერილი დარღვევები მთელ რიგ მნიშვნელოვან სამედიცინო და კოსმეტიკურ პრობლემებს იწვევს. კანი კარგავს ელასტიკურობას და ცხიმის სეკრეციის დაქვეითების გამო ხდება გამომშრალი. ნერვული დაბოლოებების შემცირება აქვეითებს მგრძნობელობას, საოფლე ჯირკვლებისა და სისხლძარღვების სიმცირის გამო ორგანიზმი შესაბამისად ვერ პასუხობს ტემპერატურის მატებას. ასევე, მცირდება მელანოციტების რაოდენობა და მისი ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან სხეულის დაცვის უნარი. ყოველივე ეს კანს დაზიანების მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის და მის აღდგენას აფერხებს.

ასაკთან ასოცირებული კანის დაზიანებების დიდი წილი მზის გამოსხივებით არის განპირობებული. ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ექსპოზიცია იწვევს ნაოჭების განვითარებას, პიგმენტაციის დარღვევას, ყავისფერი და წითელი ლაქების ფორმირებას, კანის გაუხეშებას.