1. მილიარია
  2. ოფლის წარმოქმნის დარღვევები
  3. კანის დაავადებები
მილიარია

მილიარია არის ოფლის კანქვეშ დაგროვებით გამოწვეული ქავილით მიმდინარე გამონაყარი.

მილიარიის განვითარებას იწვევს ვიწრო საოფლე სადინრების დახშობა, შედეგად ოფლი კანის ზედაპირზე ვეღარ გამოიყოფა და კანქვეშ გროვდება, რაც, თავის მხრივ, ანთების ჩამოყალიბებას იწვევს. ჩვეული სიმპტომებია კანის ქავილი და პაწაწინა ბლისტერების ფორმირება, ზოგჯერ კანის ფართო, შეწითლებული უბნები ვლინდება.

მილიარია უპირატესად გვხვდება ცხელი, ტენიანი კლიმატის შემთხვევაში, თუმცა, ზედმეტად თბილად ჩაცმულ ადამიანებს შესაძლოა გრილი კლიმატის პირობებშიც განუვითარდეთ. მისთვის დამახასიათებელი ლოკალიზაცია არის კანის კანთან შეხების უბნები, მაგალითად, ძუძუს ქვეშ, ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე, მკლავებზე.

მდგომარეობის მართვა გულისხმობს კანის სიგრილისა და სიმშრალის შენარჩუნებას. შესაძლოა ეფექტური იყოს პუდრისა და ანტიპერსპირანტის გამოყენება. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ისეთი ფაქტორები, რომლებიც ოფლის წარმოქმნას აძლიერებენ. იდეალურია კონდიცირებული გარემო.

გამონაყარზე ხდება კორტიკოსტეროიდების შემცველი კრემებისა და ლოსიონების აპლიკაცია, ზოგჯერ მცირე რაოდენობით მენთოლის დამატებით, თუმცა, ადგილობრივ მკურნალობაზე მეტად ეფექტიანია კანის სიგრილისა და სიმშრალის შენარჩუნების უზრუნველყოფა.