მელაზმა | მკურნალი.გე
  1. მელაზმა
  2. პიგმენტაციის დარღვევები
  3. კანის დაავადებები
მელაზმა

მელაზმას ახასიათებს მუქი ყავისფერი პიგმენტური ლაქების ფორმირება მზის გამოსხივებისგან დაუცველ ადგილებზე, როგორც წესი, სახეზე.

დაავადების გამოვლენა უფრო ხშირად ხდება ორსულობის დროს (ორსულთა ნიღაბი) და ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას. თუმცა, შესაძლოა დააზიანოს ნებისმიერი ადამიანი. უპირატესად გვხვდება მზიანი კლიმატის პირობებში და მუქკანიანთა შორის.

როგორც წესი, სახის ორივე მხარეს ჩნდება უსწორმასწორო კიდეების მქონე ყავისფერი ლაქები. პიგმენტაცია უპირატესად მოიცავს სახის ცენტრალურ ნაწილს – ლოყებს, შუბლს, ზედა ტუჩსა და ცხვირს. ზოგჯერ დაზიანება ვრცელდება სახის ერთ ნახევარზე. იშვიათად ელემენტები ჩნდება წინამხარზეც. მალაზმას არ ახასიათებს ქავილი ან ტკივილი. იგი მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტია.

თუ კანი დაცულია მზის გამოსხივებისგან, მელაზმა ხშირად ქრება მშობიარობის ან ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების შეწყვეტის შემდგომ. მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად სასურველია დამცავი კრემების გამოყენება პიგმენტირებულ უბნებზე და მზის ექსპოზიციის შემცირება. ლაქების გასაუფერულებლად შესაძლოა ეფექტური იყოს ჰიდროქინონის შემცველი კრემები და რეტინოლის მჟავა.