კანის პაპილომები | მკურნალი.გე
  1. კანის პაპილომები
  2. კანის კეთილთვისებიანი წანაზარდები
  3. კანის დაავადებები
კანის პაპილომები

კანის პაპილომები არის პატარა, რბილი, ხორცისფერი ან ოდნავ მუქი წარმონაქმნები, უპირატესად ვითარდება კისერზე, იღლიაში ან საზარდულის არეში.

კანის პაპილომები, როგორც წესი, ასიმპტომურია, თუმცა, შესაძლოა, უსიამოვნო იყოს. ტანსაცმლით ან მიმდებარე კანის გავლენით პაპილომები ზოგჯერ ღიზიანდება, რის შედეგადაც წარმონაქმნები სისხლმდენი და მტკივნეული ხდება. ექიმს კანის პაპილომების მოცილება მარტივად შეუძლია მაკრატლის, სკალპელის ან ელექტრონემსის გამოყენებით.