ლიპომა | მკურნალი.გე
  1. ლიპომა
  2. კანის კეთილთვისებიანი წანაზარდები
  3. კანის დაავადებები
ლიპომა

ლიპომა არის სხეულის ცხიმის რბილი დეპოზიტი, რომელიც იზრდება კანქვეშ, აქვს მრგვალი ან ოვალური ფორმა.

ლიპომა კლინიკურად ვლინდება გლუვი, რბილი კანქვეშა კვანძის სახით. წარმონაქმნის ზემოთ კანი ნორმალურია. ზომით იშვიათადაა 3 ინჩზე (დაახლოებით 7.5სმ) მეტი. შესაძლოა განვითარდეს სხეულის ნებისმიერ უბანზე, თუმცა, უპირატესი ლოკალიზაციაა: წინამხარი, ტორსი, კისერი. უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. არის ერთეული ან მრავლობითი. ლიპომა ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში ტკივილი ახლავს.

როგორც წესი, ლიპომის დიაგნოზი მარტივია და დამატებითი კვლევებს არ მოითხოვს. ლიპომა არ არის კიბო, იშვიათია მისი ავთვისებიანად გადაგვარება, მაგრამ წარმონაქმნის რაიმე სახის ცვლილების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ბიოფსია (ქსოვილის აღება მიკროსკოპული კვლევისთვის). თუ იგი არ აწუხებს პაციენტს, მკურნალობა, როგორც წესი, აუცილებელი არ არის. ლიპომის მოცილება ხდება ოპერაციული ჩარევით ან ლიპოსაქციით (ცხიმის ამოტუმბვა საქაჩი მოწყობილობით).