სებორეული კერატოზი | მკურნალი.გე
  1. სებორეული კერატოზი
  2. კანის კეთილთვისებიანი წანაზარდები
  3. კანის დაავადებები
სებორეული კერატოზი

სებორეული კერატოზი (სებორეული მეჭეჭები) ხასიათდება მეჭეჭისებური ხორცისფერი, ყავისფერი ან შავი წარმონაქმნებით, დაზიანება შესაძლოა გაჩნდეს კანზე, ნებისმიერ ადგილას.

სებორეული კერატოზი უვნებელი დაავადებაა და ძალზე ხშირია საშუალო ასაკის ადამიანებსა და ხანდაზმულებში. წარმონაქმნი შესაძლოა გაჩნდეს კანის ნებისმიერ უბანზე, უპირატესად კი ლოკალიზებულია ტორსსა და საფეთქლებთან.

სებორეული კერატოზი არის მრგვალი ან ოვალური ფორმის, ზომით ინჩის 1/4-დან (დაახლოებით 0,5სმ) რამდენიმე ინჩამდე მერყეობს. ზედაპირი, როგორც წესი, მეჭეჭისებური ან ქერცლიანია. ახასიათებს ნელი ზრდა. იგი არ არის სიმსივნური წარმონაქმნი და არ გადაგვარდება კიბოდ. სებორეული კერატოზის მუქი ყავისფერი ელემენტი, არათანაბარი პიგმენტაციით ზოგჯერ არასწორად ატიპიურ ხალად ან მელანომად აღიქმება.

დაავადება, როგორც წესი, მკურნალობას არ საჭიროებს. ამ მხრივ გამონაკლისია გაღიზიანებული, ქავილით მიმდინარე კერატოზი ანდა კოსმეტიკურად არასასურველი დაზიანება. მოცილების საუკეთესო საშუალებაა მოყინვა თხევადი აზოტით ან მოცილება ელექტრონემსით.