ეპიდერმული კისტები | მკურნალი.გე
  1. ეპიდერმული კისტები
  2. კანის კეთილთვისებიანი წანაზარდები
  3. კანის დაავადებები
ეპიდერმული კისტები

ეპიდერმული კისტა არის გავრცელებული, ნელა მზარდი წარმონაქმნი. ყალიბდება კანქვეშ გაფართოებულ უბანში ყველის მსგავსი ნივთიერების დაგროვების შედეგად, რაც კანის უჯრედების სეკრეტს წარმოადგენს.

ეპიდერმული კისტა, რომელსაც არცთუ იშვიათად, შეცდომით ცხიმოვან კისტად მოიხსენიებენ, არის ხორცისფერი, ზომით მერყეობს ინჩის 1/2-დან 2 ინჩამდე (დაახლოებით 1 სმ-დან 5 სმ-მდე). ხშირად ცენტრალურად აქვს გაფართოებული ფორი. შესაძლოა გაჩნდეს კანის ნებისმიერ უბანზე, თუმცა, უპირატესად გვხვდება ზურგზე, თავსა და კისერზე. შეხებით მყარია და მოძრავი. არაანთებადი კისტები, როგორც წესი, უმტკივნეულოა.

დიდი ზომის ეპიდერმულ კისტებს აცილებენ ოპერაციული ჩარევით, ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ. რეციდივის თავიდან ასაცილებლად კისტის თხელი კედელი სრულად უნდა იქნეს ამოღებული. კანქვეშ გამსკდარ კისტას ახასიათებს დაჭიმულობა – შეშუპება და დრენირებას საჭიროებს. შესაძლოა პატარა, შემაწუხებელი წარმონაქმნებიც გაიკვეთოს და დრენირება გაკეთდეს.