ინფექციური მირინგიტი | მკურნალი.გე
  1. ინფექციური მირინგიტი
  2. შუა და შიგნითა ყურის დაავადებები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
ინფექციური მირინგიტი

ინფექციური მირინგიტი არის დაფის აპკის ვირუსით ან ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია.

მირინგიტის გამომწვევია სხვადასხვა ტიპის ვირუსები და ბაქტერიები. ყველაზე ხშირი მიზეზია მიკოპლაზმა. დაავადება მიმდინარეობს დაფის აპკის ანთებით, მის ზედაპირზე მცირე ზომის სითხით სავსე ბუშტუკები (ვეზიკულები) წარმოიქმნება. მსგავსი ვეზიკულები შეიძლება აღინიშნოს შუა ყურის ანთების დროსაც, თუმცაღა მირინგიტისას შუა ყურში ჩირქი ან სითხე არ არის.

ტკივილი უეცრად იწყება და 24-48 საათი გრძელდება. შესაძლოა სმენის დაკარგვაც.

მირინგიტის დიაგნოზი ეფუძნება ოტოსკოპის შედეგებს. დაავადების გამომწვევის განსაზღვრა რთულია, ამიტომ პაციენტების უმრავლესობას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით. ტკივილის შესამსუბუქებლად ზოგჯერ ვეზიკულის მთლიანობის დარღვევა ხდება საჭირო.