ვესტიბულური ნეირონიტი | მკურნალი.გე
  1. ვესტიბულური ნეირონიტი
  2. შუა და შიგნითა ყურის დაავადებები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
ვესტიბულური ნეირონიტი

ვესტიბულური ნეირონიტი (ნევრიტი) არის დაავადება, რომელსაც ნახევარრკალოვანი არხების ნერვის ანთებით გამოწვეული თავბრუხვევის უეცარი, ძლიერი შეტევები ახასიათებს.

ვესტიბულური ნევრიტის გამომწვევი, სავარაუდოდ, ვირუსია. დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ერთჯერადი თავბრუხვევის შეტევით, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება, რასაც ხშირად რამდენიმე კვირის მანძილზე უფრო მსუბუქი შეტევები მოჰყვება ხოლმე. თავბრუხვევის პირველი შეტევა, როგორც წესი, ყველაზე მძიმეა, თან ახლავს გულისრევა და ღებინება, გრძელდება 7-10 დღე. დაზიანებულ მხარეს თვალების უნებლიე მოძრაობა (ნისტაგმი) აღინიშნება. ყოველი შემდგომი შეტევა უფრო ხანმოკლეა და ნაკლებად ძლიერი, ვიდრე წინამავალი და, როგორც წესი, თავის გარკვეულ პოზიციასთან არის დაკავშირებული; სმენაზე არ მოქმედებს.

დიაგნოზი ეფუძნება სმენის და ნისტაგმის გამოკვლევის შედეგებს. თავის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება სიმსივნის გამოსარიცხავად.

თავბრუხვევის მკურნალობა იგივეა, რაც მენიერის დაავადების დროს; გამოიყენება მეკლიზინი, ლორაზეპამი ან სკოპოლამინი. გულისრევა და ღებინება შეიძლება შემსუბუქდეს პროქლორპერაზინის შემცველი სანთლებით. თუ ღებინება დიდხანს გრძელდება, ინტრავენურად შეჰყავთ სითხეები და ელექტროლიტები. დროთა განმავლობაში დაავადება მკურნალობის გარეშეც გაივლის ხოლმე.