სახმო იოგების კვანძები და პოლიპები | მკურნალი.გე
  1. სახმო იოგების კვანძები და პოლიპები
  2. პირის ღრუს დაავადებები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
სახმო იოგების კვანძები და პოლიპები

სახმო იოგების კვანძები და პოლიპები არასიმსივნური წანაზარდებია, რომლებიც იწვევს ხრიწინსა და ხმის ჩახლეჩას.

სახმო იოგების პოლიპი ხშირად გამოწვეულია მწვავე ტრავმებით (მაგალითად ყვირილი საფეხბურთო მოედანზე) და, როგორც წესი, ვლინდება ერთ იოგზე. სახმო იოგების კვანძები კი გვხვდება ორივე სახმო იოგზე და გამოწვეულია ხმის გაუფრთხილებლობით (გამუდმებული ყვირილით, სიმღერით, ან არაბუნებრივად დაბალი სიხშირის ბგერების გამოყენებით).

სიმპტომები მოიცავს ქრონიკულ ხრიწინს და ხმის ჩახლეჩას, რაც რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირაში ვითარდება. დიაგნოსტირება ხდება თხელი დრეკადი მილის მეშვეობით. ხანდახან მცირე ზომის ქსოვილის მოცილება ხდება საჭირო მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევის მიზნით (ბიოფსია), რათა დადასტურდეს, რომ დაავადება არ არის სიმსივნური წარმოშობის (ავთვისებიანი).

მკურნალობა მოიცავს გამღიზიანებლისგან თავის არიდებას და ხმის მოსვენებას. თუ ხმის გადაძაბვაა მიზეზი, ხმის თერაპია ტარდება ლოგოპედის მიერ, რათა ასწავლოს პაციენტს, როგორ ისაუბროს ან იმღეროს სახმო იოგების დაძაბვის გარეშე. კვანძების უმეტესობა უკუგანვითარდება, მაგრამ პოლიპები ქირურგიულად უნდა ამოიჭრას, რომ ნორმალური ხმის ტემბრი აღდგეს.