სახმო იოგების კონტაქტური წყლულები | მკურნალი.გე
  1. სახმო იოგების კონტაქტური წყლულები
  2. პირის ღრუს დაავადებები
  3. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
სახმო იოგების კონტაქტური წყლულები

სახმო იოგების კონტაქტური წყლულები არის იმ ხრტილის მფარავი ლორწოვანი გარსის დაზიანებები, რომელთანაც მიმაგრებულია სახმო იოგები.

სახმო იოგების კონტაქტური წყლული ხშირად გამოწვეულია ხმის ტემბრის არარაციონალური გამოყენებით და ძლიერი ხმამაღალი გამოსვლებით. ეს წყლულები ჩვეულებრივ ვლინდება მომღერლებში, მასწავლებლებში, მქადაგებლებში, გაყიდვების წარმომადგენლებში, ადვოკატებსა და სხვა პირებში, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია საუბართან ან სხვა მხრივ ხმის გამოყენებასთან. კუჭიდან მჟავის ამოსვლა – რეგურგიტაცია (გასტროეზოფაგური რეფლუქსი) – ასევე იწვევს სახმო იოგების წყლულს.

სიმპტომები მოიცავს მსუბუქ ტკივილს საუბრისას ან ყლაპვისას და სხვადასხვა ხარისხით ხმის ჩახლეჩას. სახმო იოგების დაავადების დიაგნოსტირება ხდება თხელი დრეკადი მილის მეშვეობით, რომლითაც, იშვიათ შემთხვევაში, იღებენ მცირე ქსოვილის ნიმუშს და მიკროსკოპში ათვალიერებენ (ბიოფსია), რათა დადგინდეს, რომ წყლული არ არის სიმსივნური (ავთვისებიანი) და არ არის გამოწვეული ტუბერკულოზით.მკურნალობა მოიცავს სახმო იოგებისშეძლებისდაგვარად დასვენებას საუბრისგან, მინიმუმ 6 კვირა, რომ წყლული შეხორცდეს. დაავადების განმეორების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ხმოვანი თერაპია და სწავლება პაციენტისთვის, თუ როგორ გამოიყენოს ბგერები სწორად. ლოგოპედს შეუძლია შესაბამისი ინსტრუქციის მიცემა.

თუ პაციენტს აქვს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მკურნალობა მოიცავს ანტაციდებს, საჭიროა საკვების მიღება დაძინებამდე 2 საათით ადრე, შემაღლებულ სასთუმალზე ძილი. ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული წყლულის სამკურნალოდ ინიშნება ანტიბიოტიკები.