ტრავმული ირიტი და ქიმიური ირიტი | მკურნალი.გე
  1. ტრავმული ირიტი და ქიმიური ირიტი
  2. თვალის ტრავმები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
ტრავმული ირიტი და ქიმიური ირიტი

ირიტი (იგივე ირიდოციკლიტი ან უვეიტი) თვალის შუა, პიგმენტირებული ამომფენი გარსის (სისხლძარღვოვანი გარსის), ფერადი გარსის ან ორივეს ანთებაა.

ირიტი შეიძლება თვალის ბლაგვმა ტრავმამ ან ქიმიურმა დამწვრობამ გამოიწვიოს, როგორც წესი, დაზიანებიდან 3 დღის მანძილზე. თუმცაღა, ირიტი შესაძლოა ტრავმის გარეშეც განვითარდეს.

სიმპტომები მოიცავს: ცრემლდენას, თვალის სიწითლესა და მტკივნეულობას. სინათლის მოქმედებისას ხშირად ვითარდება მხედველობის დაბინდვა ან ტკივილი (ფოტოფობია).

ექიმი დიაგნოზს პაციენტის სამედიცინო ისტორიის, სიმპტომებისა და ბიომიკროსკოპით გამოკვლევის მეშვეობით სვამს.

ირიტის მკურნალობა გულისხმობს გუგის გამაფართოებელი წვეთების გამოყენებას. ეს საშუალებები ადუნებს თვალის ფერადი გარსის (ირისის) კუნთებს, რომლებიც ირიტის დროს მტკივნეულ სპაზმს განიცდიან. ასეთ წამლებს ციკლოპლეგიკებს უწოდებენ და მათ მიეკუთვნება ციკლოპენტოლატი და ჰომატროპინი. კორტიკოსტეროიდის (მაგ. პრედნიზოლონის) წვეთები ასევე ხშირად გამოიყენება სიმპტომების ხანგრძლივობის შესამცირებლად. ციკლოპლეგიკები და კორტიკოსტეროიდები ხშირად საკმარისია ტკივილის გასაყუჩებლად, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ადამიანს შეუძლია აცეტამინოფენიც მიიღოს.