1. ქალაზიონი
  2. ქუთუთოებისა და საცრემლე აპარატის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
ქალაზიონი

ქალაზიონი ქუთუთოში ღრმად მდებარე ცხიმის ჯირკვლის გადიდებაა, რასაც მისი სადინრის დახშობა იწვევს.

თავიდან ქალაზიონი ჰგავს ჯიბლიბოს და მის მსგავსად ვლინდება: შეშუპებული ქუთუთოთი, მსუბუქი ტკივილითა და გაღიზიანებით. თუმცაღა, ეს სიმპტომები 1-2 დღეში ქრება და ქუთუთოზე რჩება მრგვალი, უმტკივნეულო კვანძი, რომელიც ნელა იზრდება პირველი კვირის მანძილზე. ზოგჯერ იგი ზომაში კიდევ უფრო იმატებს, აწვება ქუთუთოს და შესაძლოა მხედველობის მსუბუქად დაბინდვაც გამოიწვიოს. ქუთუთოს შიგნითა ზედაპირზე წითელი ან ნაცრისფერი უბანიც შეიძლება გაჩნდეს.

ქალაზიონების უმრავლესობა მკურნალობის გარეშეც ქრება 2-8 კვირის მანძილზე და უფრო სწრაფადაც, თუკი დღეში რამდენჯერმე დაიდებს ადამიანი თბილ კომპრესს თვალზე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ქალაზიონის კვლავ არსებობის შემთხვევაში ან მაშინ, თუ იგი მხედველობის დარღვევას იწვევს, ექიმს შეუძლია გახსნას და გამოიღოს შიგთავსი ან შეიყვანოს კორტიკოსტეროიდი. ანტიბიოტიკები, როგორც წესი, სამკურნალოდ ეფექტური არ არის.