ქუთუთოს სიმსივნეები | მკურნალი.გე
  1. ქუთუთოს სიმსივნეები
  2. ქუთუთოებისა და საცრემლე აპარატის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
ქუთუთოს სიმსივნეები

ქუთუთოებზე შესაძლოა კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი წანაზარდები განვითარდეს. კეთილთვისებიანი სიმსივნეებიდან ერთ-ერთი ყველაზე ხშირია ქსანთელაზმა, მოყვითალო-მოთეთრო, ბრტყელი წარმონაქმნი, რომელიც ცხიმოვანი ნივთიერებისგან შედგება. ქსანტელაზმები შესაძლოა სისხლში ქოლესტეროლის დონის მატებაზე მიანიშნებდეს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, ამიტომ ექიმი სისხლის ანალიზს გააკეთებს ამის შესამოწმებლად. ქსანთელაზმების მოშორება საჭირო არ არის, თუკი გარეგნულად შემაწუხებელი არ გახდება ადამიანისთვის.

ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა კანის კიბოს ერთ-ერთი სახეა, რომელიც ხშირად ვითარდება ქუთუთოების კიდეებზე, თვალის შიდა კუთხესა და ლოყების ზედა ნაწილში. ექიმი დიაგნოზს ბიოფსიის შედეგად სვამს (პატარა ქსოვილის ამოკვეთა და მიკროსკოპით შესწავლა). სიმსივნეს, როგორც წესი, ქირურგიულად კვეთენ.

ქუთუთოზე, შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება განვითარდეს სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები: სქვამოზურუჯრედოვანი კარცინომა, მეიბომის ჯირკვლის კარცინომა (ქუთუთოს ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე) და მელანომა. თუ წარმონაქმნი რამდენიმე კვირის შემდეგ არ გაქრა, ექიმმა შესაძლოა ბიოფსია გააკეთოს. სიმსივნეს ქირურგიულად ამოკვეთენ. ქუთუთოს სიმსივნეები ზოგჯერ თვალის სხვა დაავადებების მსგავსად ვლინდება (მაგ. ბლეფარიტისა და ქალაზიონის), ასე რომ, ექიმი ნებისმიერი წარმონაქმნის ბიოფსიას ატარებს, რომელიც არ ემორჩილება საწყის მკურნალობას.