1. კერატომალაცია
  2. რქოვანას დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
კერატომალაცია

კერატომალაცია (იგივე ქსეროფთალმია ანუ ქსეროზული კერატიტი) რქოვანას გამოშრობა და შემღვრევაა საკვებ რაციონში ვიტამინის, ცილისა და კალორიების ნაკლებობის გამო.

ამ დროს კონიუნქტივისა და რქოვანას ზედაპირი გამოშრება, რაც ზოგჯერ რქოვანას წყლულისა და ბაქტერიული ინფექციის განვითარებას იწვევს. საცრემლე ჯირკვლებიც ზიანდება, რის გამოც ცრემლის გარსი თვალზე არასრულფასოვანია და თვალის სიმშრალეც იმატებს. ვიტამინის ნაკლებობას ბადურაზეც აქვს უარყოფითი ეფექტი და შედეგად ვითარდება ღამის სიბრმავე (ცუდი მხედველობა სიბნელეში). კერატომალაციის დიაგნოზი ისმება მშრალი, დაწყლულებული რქოვანას არსებობისას ცუდად ნაკვებ პაციენტში.

ინფექციის სამკურნალოდ ანტიბიოტიკის შემცველი წვეთები და მალამოები ინიშნება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ვიტამინის ნაკლებობისა და ცუდი კვების გამოსწორება სწორი რაციონით ან დანამატების მიღებით.