პერიფერიული წყლულოვანი კერატიტი | მკურნალი.გე
  1. პერიფერიული წყლულოვანი კერატიტი
  2. რქოვანას დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
პერიფერიული წყლულოვანი კერატიტი

პერიფერიული წყლულოვანი კერატიტი რქოვანას ანთება და დაწყლულებაა, რომელიც ხშირად შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების დროს, მაგ. რევმატოიდული ართრიტის მქონეებში გვხვდება.

პერიფერიულ წყლულოვან კერატიტს სავარაუდოდ ავტოიმუნური რეაქცია იწვევს. ამ დროს ვლინდება მხედველობის დაბინდვა, ძლიერი სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება და თვალში უცხო სხეულის ჩავარდნის შეგრძნება. წყლული რქოვანას კიდეზეა მოთავსებული და ხშირად ოვალური ფორმისაა.

მკურნალობის გარეშე რევმატოიდული ართრიტისა და პერიფერიული წყლულოვანი კერატიტის მქონე ადამიანთა 40% იღუპება (ძირითადად გულის შეტევით) ამ უკანასკნელის განვითარებიდან 10 წელში. მკურნალობის ძირითადი საშუალება, იმუნური სისტემის დამთრგუნველი წამლები, მაგ. დასალევი ან ინტრავენური ციკლოფოსფამიდი, 10 წელიწადში სიკვდილის რისკს 40-დან 8%-მდე ამცირებს.