1. კერატოკონუსი
  2. რქოვანას დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
კერატოკონუსი

კერატოკონუსი რქოვანას თანდათანობითი ცვლილებაა, რის გამოც იგი უსწორმასწორო და კონუსისებურ ფორმას იღებს.

ეს მდგომარეობა ხშირად 10-25 წლის ასაკში იწყება. ზიანდება ორივე თვალი, რაც მხედველობის ძლიერ დარღვევას იწვევს სათვალის ან კონტაქტური ლინზის ხშირი ცვლილების საჭიროებასთან ერთად. კონტაქტური ლინზები მხედველობას უფრო აუმჯობესებს, ვიდრე სათვალე, მაგრამ ზოგჯერ რქოვანას ფორმა იმდენდაა შეცვლილი, რომ ისინი უეფექტოა ან ადამიანი მათ ვერც ატარებს. მძიმე შემთხვევებში მხედველობის აღსადგენად რქოვანას გადანერგვა შეიძლება გახდეს საჭირო. მომავალში უფრო ხელმისაწვდომი იქნება შედარებით ახალი ალტერნატიული საშუალებები, მაგ. რქოვანას რკალების ჩასმა (ისინი ცვლიან რქოვანას ფორმას და ასწორებენ რეფრაქციის დარღვევას) ან ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობა მის გასამაგრებლად.