თირკმლის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. თირკმლის დაავადებები
  2. დაავადებით გართულებული ორსულობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
თირკმლის დაავადებები

იმ ქალებს, ვისაც თირკმლის მძიმე დაავადება ჰქონდა ორსულობამდე, უფრო მეტი აქვთ გართულებების რისკი. თუ მაღალი არტერიული წნევა განვითარდა, თირკმლის ფუნქციონირება სწრაფად შეიძლება გაუარესდეს ორსულობისას. ჰიპერტენზია ხშირად აქვთ თირკმლის დაავადების მქონე ადამიანებს. შესაძლოა განვითარდეს პრეეკლამფსიაც (ორსულთა პათოლოგია, რომლის დროსაც არტერიული წნევის მატება აღინიშნება). ზოგჯერ თირკმლის დაავადებები იწვევს ნაყოფის ზრდის შეფერხებას ან მკვდრადშობადობას.

თირკმლის პათოლოგიების მქონე ქალებში ამ ორგანოს ფუნქციონირება და არტერიული წნევა ყურადღებით კონტროლდება, ისევე, როგორც ნაყოფის ზრდა. ხშირად საჭირო ხდება ნაადრევი მომშობიარებაც.

ქალებს, რომელთაც თირკმელი აქვთ გადანერგილი, როგორც წესი, შეუძლიათ, უსაფრთხოდ დაორსულდნენ და ჯანმრთელი ბავშვები გააჩინონ, თუ:

  • თირკმელი 2 ან მეტი წელია, რაც გადანერგილია;

  • თირკმელი კარგად ფუნქციონირებს;

  • ორგანოს მოცილების ეპიზოდები არ ყოფილა

  • არტერიული წნევა ნორმაშია.

იმ ქალებს, ვისაც თირკმლის დაავადების გამო რეგულარული ჰემოდიალიზი ესაჭიროება, ორსულობისას გართულებების ძალიან მაღალი რისკი აქვთ, მათ შორის, აბორტის, მკვდრადშობადობის, ნაადრევი მშობიარობისა და პრეეკლამფსიის.