გულყრით მიმდინარე დაავადებები | მკურნალი.გე
  1. გულყრით მიმდინარე დაავადებები
  2. დაავადებით გართულებული ორსულობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
გულყრით მიმდინარე დაავადებები

ქალებს, რომელთაც გულყრები აღენიშნებათ, პრეეკლამფსიის (ორსულთა პათოლოგია, რომლის დროსაც არტერიული წნევის მატება აღინიშნება) განვითარების, მკვდრადშობადობის ან ნაყოფის ზრდაში შეფერხების ოდნავ უფრო მეტი რისკი აქვთ. მეორე მხრივ, ანტიკონვულსანტების მიღება განვითარების მანკების რისკს ზრდის და შეიძლება მცირედ დააქვეითოს ბავშვის ინტელექტი. შესაბამისად, გულყრით მიმდინარე დაავადებების მქონე ქალებმა ამ დარგის სპეციალისტთან უნდა განიხილონ, როგორ მიაღწიონ წონასწორობას ამ ორმხრივ რისკებს შორის. სასურველია, ეს დაორსულებამდე მოხდეს. ზოგჯერ შესაძლებელი და უსაფრთხოა ანტიკონვულსანტების მოხსნა ორსულობისას, მაგრამ ქალების უმრავლესობას უწევს, გააგრძელოს ამ წამლების მიღება. წამლების არმიღებასთან დაკავშირებული რისკი – გულყრების გახშირება, რამაც შეიძლება ნაყოფსა და დედას ავნოს – ხშირად გადაწონის იმ რისკებს, რომლებიც ამ მედიკამენტების ორსულობისას მიღებას ახლავს თან.