საშარდე გზების ინფექციები (დაავადებით გართულებული ორსულობა) | მკურნალი.გე
  1. საშარდე გზების ინფექციები (დაავადებით გართულებული ორსულობა)
  2. დაავადებით გართულებული ორსულობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
საშარდე გზების ინფექციები (დაავადებით გართულებული ორსულობა)

საშარდე გზების ინფექციები ხშირია ორსულობისას, ალბათ იმიტომ, რომ მზარდი საშვილოსნოსა და ჰორმონების გამო შარდის დინება ნელდება შარდასაწვეთებში – თირკმლებისა და შარდის ბუშტის დამაკავშირებელ მილებში. როცა შარდი ნელა მიედინება, ბაქტერიები არ გამოირეცხება საშარდე გზებიდან, რაც ინფექციის რისკს ზრდის. ეს დაავადებები ზრდის ნაადრევი მშობიარობისა და სანაყოფე გარსების ნაადრევად დარღვევის რისკსაც. ზოგჯერ შარდის ბუშტის ან საშვილოსნოს ინფექცია ზედა საშარდე გზებსა და თირკმელზეც ვრცელდება. ბაქტერიები შარდში ინფექციის სიმპტომების გარეშეც შეიძლება გამრავლდეს, ამიტომ ექიმები შარდის ანალიზს ბაქტერიებზე იმ ორსულებსაც კი უტარებენ, ვისაც არანაირი გამოვლინება არ აქვს.

სამკურნალოდ ანტიბიოტიკები ინიშნება. იმ ქალებს, ვისაც საშარდე გზების ერთზე მეტი ან თირკმლის ინფექცია ჰქონდა, შესაძლოა მთელი ორსულობის განმავლობაში მოუწიოთ ანტიბიოტიკების მიღებამ მომდევნო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.