1. თრომბი
  2. მშობიარობის შემდგომი პერიოდი
  3. ქალთა ჯანმრთელობა
თრომბი

მშობიარობის შემდეგ იზრდება თრომბის წარმოქმნის (თრომბოფლებიტის) რისკი. ტიპურ შემთხვევაში, თრომბი ფეხის ან მენჯის ვენებში წარმოიქმნება (მდგომარეობას ღრმა ვენების თრომბოზი ეწოდება). ზოგჯერ, თრომბის ნაწილი მოწყდება და სისხლის ნაკადით ფილტვებისკენ გადაადგილდება, სადაც სისხლძარღვში იჭედება და ახშობს სისხლის ნაკადს. მდგომარეობას ფილტვის ემბოლია ეწოდება.

სიმპტომები

მშობიარობიდან 4-10 დღის შემდეგ განვითარებული ცხელება, შესაძლოა, თრომბით იყოს გამოწვეული. ფეხის დაზიანებული ნაწილი, ძირითადად – წვივი, მტკივნეული, შეხებით მგრძნობიარე, ცხელი და შეშუპებულია. ფილტვის ემბოლიის პირველი ნიშანი ზოგჯერ სუნთქვის უკმარისობაა.

დიაგნოზი

ღრმა ვენების თრომბოზის დიაგნოზი, ჩვეულებრივ, ულტრასონოგრაფიით ისმება. ზოგჯერ, დიაგნოზის დასმაში ეხმარება სისხლში D-dimeris (ნივთიერება, რომელიც თავისუფლდება თრომბიდან) განსაზღვრა. ფილტვის ემბოლიის დიაგნოზი გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიით ისმება.

მკურნალობა

ფეხის ზედაპირული ვენის თრომბოფლებიტის მკურნალობა მოიცავს თბილ კომპრესს (დისკომფორტის შესამცირებლად), კომპრესიული ნახვევის დადებას, რომელსაც ექიმი ან მედდა აკეთებს, წოლით რეჟიმს, შემაღლებული ქვედა კიდურით (ფეხის წამოწევა საწოლიდან 6 ინჩის (15 სმ) სიმაღლეზე). ღრმა ვენების ან ფილტვის ემბოლიის დროს, ქალს ესაჭიროება ისეთი საშუალებების მიღება, რომლებიც შეამცირებს სისხლის შედედებას (ანტიკოაგულანტები).