კბილების ამოჭრა | მკურნალი.გე
  1. კბილების ამოჭრა
  2. ჩვილების და მცირე ასაკის ბავშვების პრობლემები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
კბილების ამოჭრა

ბავშვს პირველი კბილი ამოსდის დაახლოებით 6 თვისას და ძირითადად 3 წლის ასაკისთვის უკვე უნდა ჰქონდეს ყველა – ოცივე პირველადი ანუ სარძევე კბილი. კბილის ამოჭრამდე ბავშვი ტირის, არის გაღიზიანებული, დარღვეულია ძილი და კვება. ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს გაძლიერებული ნერწყვდენა, გაწითლებული და დარბილებული ღრძილები, მუდმივად ღეჭავდეს საკვებს და ნივთებს კბილების ამოსვლისას. ამ დროს ზოგჯერ აღინიშნება ტემპერატურის მცირედ მომატება (100ºF ან 38ºC დაბლა). ბავშვებს, რომელთაც აქვთ მაღალი ტემპერატურა და ისინი, რომლებიც განსაკუთრებულად გაღიზიანებულები არიან, უნდა გასინჯოს ექიმმა, რადგან ამ სიმპტომების მიზეზი არ არის კბილების ამოჭრა.

კბილის ამოჭრისას ჩვილს შესაძლოა შვება მოუტანოს რაიმე მყარის დაღეჭვამ, ცივმა ნივთებმა, როგორიცაა კბილების მკვრივი რგოლები. შესაძლოა ეფექტური იყოს ღრძილების მასაჟი ყინულით ან მის გარეშე. კბილების ამოჭრის პერიოდისთვის განკუთვნილი გელი ამსუბუქებს მდგომარეობას რამდენიმე წუთით. მშობლებმა თავი უნდა შეიკავონ ლიდოკაინის გელის გამოყენებისგან. თუ ბავშვს ძლიერი დისკომფორტი აქვს, ტკივილის საწინააღმდეგოდ ეფექტურია აცეტამინოფენი ან იბუპროფენი.