განშორების შიში | მკურნალი.გე
  1. განშორების შიში
  2. ჩვილების და მცირე ასაკის ბავშვების პრობლემები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
განშორების შიში

განშორების შიში აქვთ პატარა ბავშვებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მშობლები მათ დატოვებენ.

  • განშორების შიში, როგორც წესი, იწყება 8 თვის ასაკიდან და ყველაზე ინტენსიურია 10-დან 18 თვემდე შუალედში;

  • განშორების შიში ქრება, როდესაც ბავშვი იზრდება და იწყებს იმის გახსენებას, რომ მშობლები წასვლის შემდეგ ბრუნდებიან;

  • განშორების შიში, როგორც წესი, მთავრდება 2 წლის ასაკისთვის.

განშორების შიშის მქონე ბავშვები ვარდებიან პანიკაში და ტირიან, როდესაც მშობლები ტოვებენ მათ, მაშინაც კი თუ ისინი მიდიან გვერდით ოთახში. განშორების შიში ნორმალურია 8 თვის ასაკამდე ჩვილებისთვის, ყველაზე ინტენსიურია 10-18 თვეებში და, როგორც წესი, ქრება 2 წლის ასაკისთვის. განშორების შიშის ინტენსივობა და ხანგრძლივობა განსხვავებულია და დამოკიდებულია ნაწილობრივ ბავშვისა და მშობლების ურთიერთდამოკიდებულებაზე. ძირითადად, განშორების შიში არის ბავშვებში, რომელთაც აქვთ ძლიერი და ჯანმრთელი მიჯაჭვულობა მშობლებთან და ქრება, როგორც კი ბავშვში ეს კავშირები ნაკლები სიძლიერის ხდება.

განშორების შიში იწყება მაშინ, როდესაც ჩვილი ხვდება, რომ მისი მშობლები უნიკალურები არიან. რადგან მათ აქვთ არასრული მეხსიერება და ვერ აღიქვამენ დროს, ეშინიათ რომ მშობელთან ნებისმიერი განშორება შეიძლება იყოს სამუდამო. განშორების შიში ქრება, როდესაც პატარა ბავშვს განუვითარდება მეხსიერება და დაიმახსოვრებს მშობლების სახეებს გონებაში, როდესაც ისინი წასულები არიან. ბავშვს ახსენდება, რომ წინა ჯერზე განშორების შემდეგ მშობლები მალე დაბრუნდნენ.

მშობლებმა არ უნდა მოახდინონ განშორებების ლიმიტირება ან თავიდან აცილება, რადგან ამან შეიძლება შეზღუდოს ბავშვის მომწიფება და განვითარება. როდესაც მშობლები მზად არიან, რომ დატოვონ სახლი (ან დატოვონ ბავშვი საბავშვო ბაღში), უნდა გაამხნევონ პიროვნება, ვისთანაც ტოვებენ ბავშვს, რომ გადაატანინოს ყურადღება სათამაშოებით, თამაშებით ან სხვა აქტივობებით. ამ დროს, მშობლებმა არ უნდა მოახდინონ რეაგირება ბავშვის ტირილზე. თუ მშობლები არიან სახლში, მაგრამ სხვა ოთახში, ისინი არ უნდა დაბრუნდნენ დაუყოვნებლივ ბავშვის ტირილისას, არამედ დაუძახონ იმავე ოთახიდან. ეს ასწავლის ბავშვს, რომ მშობლები აქ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი მათ ვერ ხედავს. განშორების შიში შეიძლება უფრო მძიმე იყოს, თუ ბავშვი არის მშიერი ან დაღლილი, ასე რომ, წასვლის წინ ბავშვის კვება და დაძინება, ხელს უწყობს სიტუაციის დარეგულირებას.

2 წლამდე ასაკში განშორების შიში ბავშვს არ აყენებს გრძელვადიან ზიანს. მაგრამ შიში, რომელიც გრძელდება 2 წლის შემდგომაც, შეიძლება პრობლემური იყოს იმის მიხედვით, თუ რა ხარისხით ახდენს გავლენას ბავშვის განვითარებაზე. ეს ნორმაა, როდესაც ბავშვს აქვს მცირე შიში ბაღში ან სკოლაში წასვლისას. ეს გრძნობა უნდა შემცირდეს დროთა განმავლობაში. იშვიათად, განშორების ძლიერი შიში ამცირებს ბავშვის ბაღში ან სკოლაში თანატოლებთან თამაშში ნორმალური მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს განშორების შიში, სავარაუდოდ, პათოლოგიურია. ამ შემთხვევაში მშობლებმა უნდა მიმართონ ექიმს.