გამონაყარი | მკურნალი.გე
  1. გამონაყარი
  2. ჩვილების და მცირე ასაკის ბავშვების პრობლემები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
გამონაყარი

  • გამონაყრის ცნობილი მიზეზებია კანის გაღიზიანება და ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციები;

  • სიმპტომები მოიცავს ღია წითელ გამონაყარს, წითელ ან ყვითელ ქერცლს, ქავილს და თეთრ პაპულებს, მუწუკებს ან კისტას;

  • გამონაყარს, რომელიც საჭიროებს მკურნალობას, შეიძლება დავახმაროთ მსუბუქი გამწმენდები, დამატენიანებელი მალამოები, ანტიბიოტიკის შემცველი კრემები და ქავილის საწინააღმდეგო წამლები.

ჩვილებში და პატარა ბავშვებში კანზე გამონაყარი ძირითადად არ არის სერიოზული და შეიძლება ჰქონდეს მრავალი მიზეზი.

პამპერსის გამონაყარი(პამპერსის დერმატიტი) არის ღია წითელი ფერის გამონაყარი, რომელიც გამოწვეულია შარდის ან განავლის კანთან ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად. ძირითადად, კანის ის ზედაპირებია დაზიანებული, რომელიც პამპერსს ეხება. პამპერსის გამონაყარი შესაძლოა გამოწვეული იყოს სოკოვანი ინფექციით – Candida, რომელსაც ახასიათებს ღია წითელი გამონაყარი კანის მომხრელ ზედაპირზე და პატარა წითელი ლაქები. პამპერსის გამონაყარს იშვიათად იწვევს ბაქტერია. პამპერსის გამონაყარი ხშირად არ აწუხებს ბავშვს. მისი პრევენცია ან მინიმიზაცია შესაძლებელია, თუ გამოვიყენებთ ისეთ პამპერსს, რომელიც შეიცავს შემწოვგელს და უარს ვიტყვით მოჭერილი პამპერსის ან შარვლების მოხმარებაზე, რომლებიც ინარჩუნებენ სისველეს და საჭიროებენ დასვრის შემთხვევაში პამპერსის ხშირ გამოცვლას. ბავშვებს, რომლებიც იმყოფებიან ძუძუზე, პამპერსის გამონაყარი უფრო ნაკლებად უვითარდებათ, რადგან მათი განავალი შეიცავს ნაკლებენზიმებს და სხვა ნივთიერებებს, რაც აღიზიანებს კანს.

პამპერსის გამონაყრის შემთხვევაში მთავარი მკურნალობა არის ბავშვის პამპერსის ხშირი გამოცვლა. ბავშვის კანის დაბანვა უნდა მოხდეს ნაზად წყლით და საპნით. ხშირად გამონაყარი ქრება თავისით. შესაძლოა დაგვეხმაროს კანის დამატენიანებლების, ბარიერის აღმდგენი მალამოების გამოყენება, როგორიცაა თუთია, ვაზელინი ან A და D ვიტამინების შემცველი მალამო. ხანდახან საჭიროა სოკოს საწინააღმდეგო კრემის წასმა, თუ ექიმი დასვამს Candidaინფექციის დიაგნოზს. ანტიბიოტიკის შემცველი კრემი გამოიყენება ბაქტერიით გამოწვეული გამონაყრის შემთხვევაში.

ეგზემა(ატოპიური დერმატიტი) არის წითელი, აქერცვლადი, მშრალი გამონაყარი, რომელიც ყველაზე ხშირია ხელების და ფეხების მოხრის ადგილებში და გვხვდება ლაქების მსგავსად, რომელიც ჩნდება და ქრება, ხშირად უარესდება ცივ და მშრალ ამინდში. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი უცნობია, როგორც ჩანს, შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეულია ალერგიით. მისი წარმოშობის მიზეზი შესაძლებელია იყოს ასთმის მსგავსი. ბევრ ბავშვს ეგზემა თავისით გაუვლის, მაგრამ ზოგს ხანგრძლივ პრობლემებს უქმნის. მძიმე შემთხვევებში, ბავშვებს დაზიანებულ ადგილებში უვითარდებათ ინფექცია. მკურნალობა მოიცავს კანის დამატენიანებლების, რბილი საპნების,კორტიკოსტეროიდული კრემების და ქავილის საწინააღმდეგო წამლების გამოყენებას. ოთახის მტვრის ტკიპის და ბავშვის ალერგიის სხვა გამომწვევებისგაკონტროლება, შესაძლოა ხანდახან სასარგებლო იყოს მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

სებორეული თავი(სებორეული დერმატიტი) არის წითელი და ყვითელი აქერცვლადი,ფუფხიანი გამონაყარი, რომელიც ჩნდება ჩვილის თავზე და იშვიათად კანის ნაკეცებზე. მიზეზი უცნობია. სებორეული დერმატიტი არის უვნებელი და ქრება ბავშვების უმეტესობასთან 6 თვის ასაკამდე. მისი მკურნალობა ხდება რეგულარულად შამპუნით დაბანის და თავის ქალას მინერალური ზეთით მასაჟის შედეგად. ქერცლის მოშორება შესაძლებელია ნაზი სავარცხლით. თუ სებორეული დერმატიტი ამ ქმედებებით არ მცირდება, უნდა მოხდეს მისი უფრო ღრმად მკურნალობა, რაც გულისხმობს თუთიის შამპუნს ან კორტიკოსტეროიდის კრემს.

სირსველი არის კანის სოკოვანი ინფექცია. ბავშვებში ყველაზე ხშირად ლოკალიზდება თავის ქალაზე (თავის ტინეა) და ტანზე (ტანის ტინეა ან დერმატომიკოზი). ბავშვებში ტინეას დიაგნოზის დასმა და მკურნალობა ხდება ისე, როგორც მოზრდილებში. ზოგიერთ ბავშვს აქვს ანთებითი რეაქცია სოკოვანი ინფექციის მიმართ, რაც იწვევს თავის ქალას ინფიცირებას (კერიონი), რასაც შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი მკურნალობა.

კონტაგიოზური მოლუსკი (მეჭეჭი) არის ხორცისფერი პაპულა ან მუწუკი, რომელიც გამოწვეულია კანის ვირუსული ინფექციით და გაქრება მკურნალობის გარეშე.

მილია არის ახალშობილის სახეზე პატარა თეთრი ფერის კისტები,რომლებიც გამოწვეულია ბავშვის ცხიმოვანი ჯირკვლებიდან პირველი სეკრეციით. როგორც ახალშობილთა აკნე,მილიაც არ საჭიროებს მკურნალობას და ქრება მალევე.

კანის სხვა გამონაყარი პატარა ბავშვებში გამოწვეულია ვირუსული ინფექციებით. როზეოლათი ან ინფექციური ერითემით (მეხუთე დაავადება) გამოწვეული გამონაყარი უსაფრთხოა და არ სჭირდება მკურნალობა.გამონაყარი, რომლის მიზეზია წითელა, წითურა, ჩუტყვავილა,ამჟამად ნაკლებად გვხვდება, რადგან ბავშვებს უტარდებათ ვაქცინაცია.