სათესლე პარკში ჩამოუსვლელი და მოძრავი სათესლე ჯირკვლები | მკურნალი.გე
  1. სათესლე პარკში ჩამოუსვლელი და მოძრავი სათესლე ჯირკვლები
  2. ჩვილების და მცირე ასაკის ბავშვების პრობლემები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
სათესლე პარკში ჩამოუსვლელი და მოძრავი სათესლე ჯირკვლები

სათესლე პარკში ჩამოუსვლელი ჯირკვლები (კრიპტორქიზმი) დაბადებამდე რჩება მუცლის ღრუში სათესლე პარკში ჩამოსვლის ნაცვლად.

100 ბიჭიდან ყოველ მესამეს აქვს დაბადებისას ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი. მათი უმეტესობა ჩამოდის თავისით დაახლოებით 6 თვისთვის. მეტია ამის განვითარების შანსი დღენაკლულ ბიჭებთან, ასევე ბიჭებთან, რომელთა ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვლები. მათ ნახევარს მხოლოდ მარჯვენა მხარეს არ ჩამოსდის ჯირკვალი და მეოთხედს კი ორივე მხარეს.

კრიპტორქიზმი არ იწვევს სიმპტომებს, თუმცა, სათესლე პარკში ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი შეიძლება შემოიგრიხოს მუცელში (სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვა), მოგვიანებით პერიოდში შეჩერდეს სპერმის პროდუქცია და გაიზარდოს თიაქრის და სათესლე ჯირკვლის კიბოს რისკი. სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში ჩამოსატანად ტარდება ქირურგიული ჩარევა, თუ თავისით არ ჩამოვა 1 წლის ასაკამდე.

რეტრაქტილური (ჰიპერმობილური) სათესლე ჯირკვლები არის სათესლე პარკში არსებული სათესლე ჯირკვლები, რომლებიც მარტივად მოძრაობენ სათესლე პარკსა და მუცლის ღრუს შორის. მოძრავი სათესლე ჯირკვლები არ იწვევს სიმსივნეს ან სხვა გართულებებს. მოძრობა ჩერდება მომწიფების ასაკისთვის და არ საჭიროებს ოპერაციას ან სხვა მკურნალობას.