ემოციური განვითარება | მკურნალი.გე
  1. ემოციური განვითარება
  2. მოზარდები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ემოციური განვითარება

მოზარდობის პერიოდში ვითარდება და მწიფდება თავის ტვინის ის უბანი, რომელიც ემოციებს აკონტროლებს. ეს პერიოდი ხასიათდება სპონტანური აფეთქებებით, რომლებიც ძალიან რთულია მშობლებისა და მასწავლებლისთვის, რადგან ხშირად არიან განრისხების ობიექტები. მოზარდები თანდათანობით სწავლობენ შეუფერებელი ფიქრების და მოქმედებების დათრგუნვას და ანაცვლებენ მათ მიზანმიმართული ქცევით.

კონფლიქტის ტიპური მიზეზია მოზარდის მიერ თავისუფლების ძიების ნორმალური სურვილი, რომელიც ეჯახება მშობლების ინსტინქტებს – დაიცვან ბავშვი მოსალოდნელი ზიანისაგან. ხშირია მოზარდთა იმედგაცრუება, რომელიც გამოწვეულია მრავალი მიმართულებით განვითარების სურვილით. მშობლებსა და მოზარდებს შორის კომუნიკაცია რთულდება, ამ პერიოდში ისინი გადახედავენ ხოლმე თავიანთ ურთიერთობებს. ეს პრობლემები კიდევ უფრო რთულდება, როდესაც ოჯახს აქვს სხვა სტრესული სიტუაციებიც ან მშობელებს თავად აქვთ პრობლემები – მოზარდებს კი კვლავაც სჭირდებათ მშობლების მზრუნველობა. ექიმებს შეუძლიათ პრაქტიკული რჩევების მიცემით დაეხმარონ მშობლებსა და მოზარდებს კომუნიკაციის აღდგენაში.