სოციალური და ფსიქოლოგიური განვითარება | მკურნალი.გე
  1. სოციალური და ფსიქოლოგიური განვითარება
  2. მოზარდები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
სოციალური და ფსიქოლოგიური განვითარება

ოჯახი არის ბავშვებისთვის სოციალური ცხოვრების ცენტრი. მოზარდობის პერიოდში თანატოლების ჯგუფი ანაცვლებს ოჯახს, როგორც ბავშვის პირველი სოციალური გარემო. თანატოლთა ჯგუფები დგება ტანსაცმლის, გარეგნობის, დამოკიდებულებების, ჰობის, ინტერესის და სხვა მახასიათებელთა განსხვავების მიხედვით, რაც გარშემომყოფებისთვის შეიძლება გონივრულად ან ტრივიალურად ჩანდეს. დასაწყისში თანატოლთა ჯგუფები ერთი და იგივე სქესის ბავშვებისგან შედგება, მაგრამ, როგორც წესი, შერეული ხდება მოზარდობის ბოლო პერიოდში. ეს ჯგუფები მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი თანაუგრძნობენ მოზარდის ყოველ გადაწყვეტილებას და მხარს უჭერენ სტრესულ სიტუაციაში.

მოზარდებს, რომლებიც რჩებიან თანატოლების ჯგუფის გარეშე, შეიძლება განუვითარდეთ განსხვავებულობის და განცალკევებულობის ძლიერი გრძნობები. მიუხედავად იმისა, რომ ამ გრძნობებს ძირითადად არ აქვთ პერმანენტული ეფექტები, მათ შეიძლება გააუარესონ დისფუნქციური და ანტისოციალური ქცევის პოტენციალი. მეორე უკიდურესობაა, როცა თანატოლთა ჯგუფები ძალიან მნიშვნელოვანია და შედეგად ვიღებთ ანტისაზოგადოებრივ ქცევას. როცა მოზარდები ქმნიან ასეთ დაჯგუფებებს, ხშირად ოჯახს და სოციალურ გარემოს არ შეუძლია გააწონასწოროს თანატოლთა ჯგუფების დისფუნქციური მოთხოვნები.

ექიმებმა უნდა ჩაატარონ ყველა მოზარდთან მენტალური ჯანმრთელობის დარღვევების სკრინინგი, როგორიცაა დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა და შფოთვა. მენტალური ჯანმრთელობის დარღვევების შემთხვევები იმატებს ცხოვრების ამ ეტაპზე და იწვევს სუიციდურ ფიქრებს ან ქცევას. ფსიქომოტორული დარღვევები, როგორიცაა შიზოფრენია, თუმცა იშვიათია, მაგრამ ყველაზე ხშირად ყურადღებას იპყრობს გვიან მოზარდობაში. კვების დარღვევები, როგორიცაა ნევროზული ანორექსია და ბულიმია, საკმაოდ ხშირია გოგონებში და შეიძლება გაძნელდეს მათი აღმოჩენა, რადგან მოზარდები ძალიან ცდილობენ დაფარონ ქცევები და წონის ცვლილებები.

ნივთიერებების გამოყენება ძირითადად იწყება მოზარდობის დროს. ამერიკის შეერთებული შტატების მოზარდების 70%-ზე მეტი იღებს ალკოჰოლს საშუალო სკოლის დამთავრებამდე. ხშირია დღესასწაულებზე დალევა, რაც იწვევს ქრონიკული და მწვავე დაავადებების რისკების მატებას. კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდებს, რომლებიც იწყებენ ალკოჰოლის მიღებას ადრეულ ასაკში, უფრო მეტად უვითარდება ალკოჰოლზე დამოკიდებულება მოზრდილობის პერიოდში. მაგალითად, მოზარდს, რომელიც იწყებს სმას 13 წლის ასაკში, 5-ჯერ უფრო ხშირად უვითარდება ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ვიდრე მათ, რომლებმაც სმა დაიწყეს 21 წლის ასაკში. აშშ-ს მოზარდთა დაახლოებით 50% ეწევა სიგარეტს და 40%-ზე მეტი მარიხუანას საშუალო სკოლაში ყოფნისას. სხვა წამლების გამოყენება უფრო იშვიათია, თუმცა იმატებს დანიშნული წამლების არასწორად მოხმარება, ტკივილგამაყუჩებლებისა და სტიმულანტების ჩათვლით.

მშობლებს შეიძლება ჰქონდეთ ძლიერი დადებითი ზეგავლენა ბავშვებზე, კარგი მაგალითის ჩვენებით (როგორიცაა ალკოჰოლის გამოყენება საშუალო სიხშირით და არალეგალური წამლების მოხმარებისგან თავის არიდება), მათი ღირებულებების გაზიარებით, წამლების მიტოვებასთან დაკავშირებით მაღალი მოლოდინების დასახვით. მშობლებმა აგრეთვე უნდა ასწავლონ ბავშვს, რომ დანიშნული წამლების მოხმარება უნდა მოხდეს მხოლოდ ისე, როგორც ეს მკურნალმა ექიმმა მიუთითა. ყველა მოზარდს უნდა ჩაუტარდეს სკრინინგული ტესტი ნივთიერებებზე კონფიდენციალურად. ექიმის და ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ შესაფერისი რჩევის გაცემა უნდა მოხდეს მოკლედ, რუტინის სახით. ეს ამცირებს მოზარდების მიერ ნივთიერებების მოხმარების რაოდენობას.