სექსუალურობის განვითარება | მკურნალი.გე
  1. სექსუალურობის განვითარება
  2. მოზარდები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
სექსუალურობის განვითარება

სქესობრივი მომწიფების დაწყებას (პუბერტაცია) ძირითადად თან ახლავს სქესობრივი ანატომიისადმი ინტერესი, რაც შეიძლება იყოს შფოთვის წყარო. როდესაც მოზარდები მწიფდებიან ემოციურად და სქესობრივად, მათ შეიძლება დაიწყონ სქესობრივ ქცევებში ჩართვა. მასტურბაცია ხშირია გოგონებთან და თითქმის საყოველთაო – ბიჭებში. სექსუალური ექსპერიმენტები პარტნიორთან ხშირად იწყება შეხებით ან ალერსით და შეიძლება გადაიზარდოს ორალურ, ვაგინალურ ან ანალურ სექსში. მოგვიანებით მოზარდობის პერიოდში, სექსუალურობა ექსპერიმენტებიდან პრაქტიკულ სიახლოვესა და ურთიერთობებში გადადის. ექიმმა მოზარდებს უნდა მიაწოდოს შესაბამისი რეკომენდაციები უსაფრთხო სექსის შესახებ, როგორც რუტინული ჯანდაცვის ნაწილი და სქესობრივად აქტიურ ყველა მოზარდს უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე.

ადამიანის გამოცდილების ელემენტები აერთიანებს ფიზიკურ, ინტელექტუალურ, ემოციურ და აგრეთვე სექსუალურ ასპექტებს. ძალიან მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ მოზარდს, მართოს სექსულურობა ჯანსაღ კონტექსტში, მორალურობის და ოჯახის შექმნის საკითხების გათვალისწინებით. მშობლებმა უნდა გაუზიარონ ღიად მოზარდ ბავშვებს თავიანთი ღირებულებები და მოლოდინები.

ზოგიერთი მოზარდი იბრძვის სქესობრივი იდენტურობის საკითხთან დაკავშირებით. ბევრმა, რომლებმაც აღმოაჩინეს ჰომოსექსუალური ურთიერთობები, საბოლოო ჯამში აღარ გააგრძელა იგივე სქესთან კავშირი, მაშინ როდესაც, სხვებს აღარ გაუჩნდათ საპირისპირო სქესთან კავშირის სურვილი. ჰომოსექსუალობა ადამიანის სექსუალობის ნორმალური ვარიაციაა და არაა დარღვევა. თუმცა, ვერ იქნა შესწავლილი ზუსტად, რატომ ჩნდება ჰომოსექსუალური გრძნობები, ექსპერტები არ ფიქრობენ, რომ ჰომოსექსუალობას მოზარდები სწავლობენ თანატოლებისგან ან მედიის საშუალებით ან მას ისევე ირჩევენ, როგორც ირჩევენ სკოლის შემდგომ აქტივობას ან კარიერულ გზას.

ჰომოსექსუალი მოზარდები შეიძლება აღმოჩნდნენ უნიკალური სირთულეების წინაშე, როდესაც ვითარდება მათი სექსუალურობა. მოზარდებმა შეიძლება თავი ჩათვალონ არასასურველად ან ოჯახის ან თანატოლების მიერ მიუღებლად, თუ ისინი გამოხატავენ ჰომოსექსუალურ სურვილებს. ამგვარმა წნეხმა (განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც სოციალური მიმღებლობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია) შეიძლება გამოიწვიოს მძიმე სტრესი. მშობლების მხრიდან მიტოვების შიში ხანდახან რეალურია და შეიძლება გამოიწვიოს არაკეთილსინდისიერი და სულ მცირე არასრული კომუნიკაცია მოზარდსა და მშობელს შორის. სხვა თანატოლების მიერ შეიძლება მოხდეს ამ მოზარდების დაცინვა და დამუქრება. უნდა მოხდეს ფიზიკური ძალადობის საფრთხეების სერიოზულად აღქმა და ამ საფრთხეების სკოლის ხელმძღვანელებთან განხილვა. ჰომოსექსუალების და ჰეტეროსექსუალების ემოციურ განვითარებას ყველაზე მეტად ეხმარება მეგობრების და ოჯახის წევრების მხარდაჭერა.