ხორხის პაპილომები | მკურნალი.გე
  1. ხორხის პაპილომები
  2. ყურის, ცხვირისა და ყელის პათოლოგიები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ხორხის პაპილომები

ხორხის პაპილომები არის არაკანცეროგენული (კეთილთვისებიანი) სიმსივნეები ხორხის მიდამოში.

ხორხის პაპილომებს იწვევს ადამიანის პაპილომავირუსები. მიუხედავად იმისა, რომ პაპილომები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, ყველაზე ხშირად იგი აზიანებს ბავშვებს 1-4 წლის ასაკში.

პაპილომების არსებობაზე ეჭვი ჩნდება, როცა მშობლები ბავშვს ამჩნევენ ხმის ჩახლეჩას, სუსტი ხმით ტირილს ან ხმის სხვადასხვანაირად გამოხატულ ცვლილებას. პაპილომების რეციდივი ხშირად ხდება. ზოგჯერ ისინი შეიძლება სასულეში და ფილტვებში გავრცელდეს, რასაც შეიძლება თან ახლდეს სასუნთქი გზების დახშობა. იშვიათად, ისინი შეიძლება კანცეროგენული (ავთვისებიანი) გახდეს.

პაპილომების დადგენა ხდება ლარინგოსკოპის გამოყენებით ხორხის დათვალიერების გზით. ექიმები აკეთებენ ბიოფსიას დიაგნოზის დასადასტურებლად.

ქირურგიული ჩარევა ჩვეულებრივად მიღებული მეთოდია. ბევრ ბავშვს სჭირდება განმეორებითი პროცედურები სიმსივნეების ამოსაღებად, მათი კვლავ გაჩენის შემთხვევებში. პუბერტულ პერიოდში პაპილომები შეიძლება გაქრეს მკურნალობის გარეშე.