იუვენილური ანგიოფიბრომა | მკურნალი.გე
  1. იუვენილური ანგიოფიბრომა
  2. ყურის, ცხვირისა და ყელის პათოლოგიები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
იუვენილური ანგიოფიბრომა

იუვენილური ანგიოფიბრომა არის იშვიათი არაკანცეროგენული (კეთილთვისებიანი) სიმსივნე, რომელიც იზრდება ცხვირის უკან, იმავე ადგილას, სადაც ადენოიდებია განლაგებული.

იუვენილური ანგიოფიბრომა ყველაზე ხშირად მოზარდ ვაჟებშია გავრცელებული. სიმსივნე დიდი რაოდენობით სისხლძარღვებს შეიცავს. იგი ნელა იზრდება და ვრცელდება ტვინის გარშემო მიდამოსა და თვალის ორბიტაში.

ტიპურ შემთხვევებში, სიმსივნე იწვევს ცხვირის გაჭედვას ან თავის ტკივილს, ხშირად თანმხლები სისხლდენით ცხვირიდან, რომელიც, შესაძლოა, ზოგჯერ მძიმედ იყოს გამოხატული. სახე შუპდება ან თვალი ამოიბურცება. სიმსივნური მასა შეიძლება ცხვირიდან გამოვიდეს ან ცხვირმა დეფორმაცია განიცადოს. თუ სიმსივნის ზრდა ნელი ტემპით განვითარდა, სიმპტომების რაოდენობა შეიძლება მცირე იყოს.

ექიმები დიაგნოზს სიმპტომების საფუძველზე ადგენენ. დიაგნოზი დასტურდება კომპიუტერული ტომოგრაფიით (კტ) და ანგიოგრაფიით (სისხლძარღვების რენტგენოგრაფია, ვენაში საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის შემდეგ). შეიძლება ბიოფსიისთვის ნიმუშის აღება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამას შეიძლება მძიმე სისხლდენა მოჰყვეს.

ჩვეულებრივ, სიმსივნე ქირურგიული მეთოდით ამოიღება. ზოგჯერ შეიძლება რადიაციული თერაპიის გამოყენება, განსაკუთრებით, როცა სიმსივნის რეციდივები ვითარდება.