პფარას სინდრომი (პერიოდული ცხელება, აფტოზური სტომატიტის, ფარინგიტის და ადენიტის თანხლებით) იწვევს ცხელების მორეციდივე ეპიზოდებს, რომელიც 3-დან 6 დღემდე გრძელდება და გამოიხატები პირის ღრუში წყლულებით (სტომატიტი), ყელის ტკივილით (ფარინგიტი) და ლიმფური ჯირკვლების შეშუპებით (ადენიტები). ტიპურ შემთხვევებში იგი 2-დან 5 წლამდე ასაკში იწყება.
პფარას სინდრომი არის შედარებით ხშირად გავრცელებული პერიოდული ცხელება ბავშვებში. მიუხედავად იმისა, რომ მისი განვითარების გენეტიკური მიზეზი არ არის დადგენილი, ექიმები მაინც მიაკუთვნებენ პფარას ჯგუფის დაავადებებს თანდაყოლილი ცხელების სინდრომების ჯგუფს. სინდრომი, ჩვეულებრივ, იწყება 2-დან 5 წლის ასაკში და უფრო ხშირად ვაჟებშია გავრცელებული.
დაახლოებით თვეში ერთხელ, ბავშვებს აღენიშნებათ ცხელება, რომელიც 3-დან 6 დღემდე გრძელდება. ეს სინდრომი იწვევს საერთო სისუსტეს, შემცივნებას და ზოგჯერ მუცლის ტკივილს, თავის ტკივილს და, აგრეთვე, ცხელებას, ყელის ტკივილს, პირის ღრუში წყლულების განვითარებას და ლიმფური ჯირკვლების შესივებას. ბავშვები პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან შეტევის ეპიზოდებს შორის და ვითარდებიან ნორმალურად. ბავშვებმა, ასაკის მატებასთან ერთად, შეიძლება გადალახონ ეს პრობლემა.
ექიმები, დიაგნოზის დასმის დროს, ეყრდნობიან სიმპტომებს და იმ გარემოცვას, რომელშიც ეს დაავადება განვითარდა. სისხლის ტესტები შეიძლება გაკეთდეს იმ სუბსტანციების განსაზღვრის მიზნით, რომელთა არსებობა მიუთითებს ანთების არსებობაზე (სახელწოდებით მარკერები).
მკურნალობა არ მოითხოვება, თუმცა, ზოგჯერ, სიმპტომების შესამსუბუქებლად, ბავშვებს შეიძლება მიეცეთ კორტიკოსტეროიდები. როგორც გამოცდილება აჩვენებს, სინდრომის სამკურნალოდ ზოგიერთ ბავშვთან ეფექტიანია ციმეტიდინი. შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, აგრეთვე, ტონზილების ამოღება (ტონზილექტომია).