იმ მოხუცებულებს, რომლებსაც არასათანადო მოპყრობისა ეშინიათ, მისი თავიდან ასაცილებლად შეუძლიათ რამდენიმე ხერხს მიმართონ, სახელდობრ:
- არ იცხოვრონ ისეთ ადამიანთან, ვისაც ძალადობრივი ქცევა ადრეც ახასიათებდა ან ალკოჰოლს/ნარკოტიკებს მოიხმარდა;
- შეინარჩუნონ კონტაქტი მეგობრებთან და ყოფილ მეზობლებთან, განსაკუთრებით მაშინ, თუ მომვლელის სახლში გადადიან;
- ჰქონდეთ კავშირი სოციალურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან (იზრდება იმისი ალბათობა, რომ ძალადობა შეუმჩნეველი არ დარჩება);
- მოითხოვონ იურისტის დახმარება, სანამ რამე დოკუმენტს მოაწერენ ხელს იმის შესახებ, თუ სად იცხოვრებენ ან ვინ გააკონტროლებს მათ ქონებას (იურიდიული დახმარების მოსაძიებლად მათ შუძლიათ მოხუცებულთა ადგილობრივ სააგენტოებს მიმართონ).
ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ახლო ურთიერთობა უნდა შეინარჩუნონ ხანდაზმულებთან საჭიროების შემთხვევაში მისთვის დახმარების გასაწევად.