რეაგირება არასათანადო მოპყრობაზე | მკურნალი.გე
  1. რეაგირება არასათანადო მოპყრობაზე
  2. მოხუცთა მიმართ არასათანადო მოპყრობა
  3. მოხუცებულთა ჯანმრთელობა
რეაგირება არასათანადო მოპყრობაზე

მოხუცებულებმა არ უნდა იფიქრონ, რომ არასათანადო მოპყრობა ბუნებრივია სიბერეში ან სხვაზე დამოკიდებულებისას. არასათანადო მოპყრობა მათი ღირსების შემლახავია, უსპობს მათ კეთილდღეობის შეგრძნებას, ზოგჯერ შეიძლება სიცოცხლეც მოუსწრაფოს.

მოხუცის მიმართ არასათანადოდ მოპყრობის შემჩნევა საკმაოდ რთულია. ხანდაზმულს ხშირად არ სურს ამისი გამჟღავნება ან არ შეუძლია, ვინაიდან მოძალადე არ აძლევს ტელეფონით საუბრის, სტუმრების მიღების, სამედიცინო პერსონალთან შეხვედრის უფლებას.

თუ ასაკოვან ადამიანს ჰგონია, რომ საფრთხე ემუქრება, მას გადაუდებელი დახმარებისთვის შეუძლია დარეკოს მოხუცებზე ძალადობის ცხელ ხაზზე. საჭირო ნომრები ადგილობრივ სატელეფონი წიგნებშია შეტანილი ცისფერ გვერდზე. საჭირო ინფორმაციის მიღება სატელეფონო ოპერატორისგანაც შეიძლება. ყველა შტატის კანონები მოხუცებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ, ძალადობის თაობაზე შეტყობინებისთვის საჭირო ტელეფონის ნომრები განთავსებულია ამერიკის მოხუცებზე ძალადობის ეროვნულ ცენტრის ვებგვერდზე. სხვა დამხმარე საშუალებაა მოხუცებულთა ადგილობრივი სააგენტოები. თუ ხანდაზმული არ ფიქრობს, რომ საფრთხე ემუქრება, მაგრამ დახმარება მაინც სჭირდება, მას შეუძლია ექიმს ან სხვა სამედიცინო პერსონალს გაესაუბროს. ამ უკანასკნელებმა ხშირად არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ მოხუცებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, რადგან ეს საკითხი, როგორც წესი, არ შედის პროფესიული მზადების პროგრამაში.

არასათანადო მოპყრობა და მისი შედეგები საკმაოდ განსხვავებულია; შესაბამისად, ჩარევა ინდივიდუალურ საჭიროებებზე უნდა იყოს მისადაგებული. ის შეიძლება მოიცავდეს:

  • სამედიცინო დახმარებას;

  • განათლებას, ინფორმაციის მიწოდებას არასათანადო მოპყრობასა და მის შედეგებზე, დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გეგმის შედგენაში;

  • ფსიქოლოგიურ დახმარებას ფსიქოთერაპიის ან მხარდამჭერი ჯგუფების სახით;

  • კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას – მოძალადის დაკავებას, სხვა დამცავ ღონისძიებებს, იურისტის ჩარევას;

  • მოხუცებულისთვის ახალი საცხოვრებლის პოვნას, არასათანადო მოპყრობისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფას.

არასათანადო მოპყრობაზე ეჭვისას ნათესავებს, მეგობრებს, ნაცნობებს, აგრეთვე სამედიცინო პერსონალს ეკისრება პასუხისმგებლობა ხანდაზმულისთვის დახმარების აღმოჩენისთვის; არ არის რეკომენდებული პირდაპირი დაპირისპირება მოძალადესთან, რადგან ამის გამო იგი შეიძლება უფრო ცუდად მოექცეს მოხუცს. საჭიროა ძალადობის/გულგრილობის შესახებ შეტყობინების გადაცემა სათანადო ორგანოებისთვის. ყველა შტატში მოქმედებს კანონები, რომლებიც იცავს მოწყვლად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს. კანონი იცავს იმათაც, ვინც შეტყობინებას გადასცემს ასეთ მოპყრობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში. ძალადობის აღსაკვეთად ადამიანებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ:

  • შტატების უმრავლესობაში: შტატის სოციალური მომსახურების სააგენტოს (ზრდასრულთა დაცვის სამსახური);

  • ზოგ შტატში: შტატის მოხუცებულთა განყოფილებას;

  • დაწესებულებაში ძალადობის ფაქტზე: ხანგრძლივი მოვლის ადგილობრივი ომბუდსმენის ოფისს ან შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტს.