რბილი ქსოვილების დაზიანება | მკურნალი.გე
  1. რბილი ქსოვილების დაზიანება
  2. პირველადი დახმარება
  3. დაზიანებები და მოწამვლები
რბილი ქსოვილების დაზიანება

რბილი ქსოვილების დაზიანება გულისხმობს შეშუპებას და სისხლჩაქცევებს (დაჟეჟილობა), კუნთების მცირე ზომის გაგლეჯას (ღრძობა) ან სახსართან ახლოს მდებარე იოგებისა და მყესების დაჭიმვას.

დაჟეჟილობა, ღრძობა და დაჭიმვა მსუბუქ ან საშუალო ინტენსივობის ტკივილსა და შეშუპებას იწვევს. შეშუპებულმა მიდამომ შეიძლება ფერი იცვალოს – ერთი დღის შემდეგ იისფერი, ხოლო რამდენიმე დღეში მოყვითალო ან მოყავისფრო გახდეს. მოძრაობა შეფერხებული არ არის. მსუბუქმა ღრძობამ ან დაჭიმულობამ უფრო მძიმედ გამოხატული სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს, როგორიცაა, დეფორმაცია, სიარულის ან სხეულის დაზიანებული ნაწილის ამოძრავების შეუძლებლობა, ძლიერი ტკივილი. გარდა ამისა, შესაძლებელია სახსრიდან ძვლების სრული (დისლოკაცია) ან ნაწილობრივი ამოვარდნილობა (ქვეამოვარდნილობა), მოტეხილობა, მძიმე ხარისხის ღრძობა ან დაჭიმვა, ან სხვა სახის მძიმე ტრავმების განვითარება. ასეთ შემთხვევებში დაზიანების ბუნების განსაზღვრისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაა საჭირო.

პირველადი დახმარება

დაჟეჟილობის, მსუბუქი ღრძობის და დაჭიმულობის მკურნალობა სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი კიდურის მოსვენებით, ყინულის დადებით, შეხვევით და კიდურის ზემოთ აწევით; მოხსენიებული აჩქარებს გამოჯანმრთელებას, ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას. თუ სავარაუდოა მოტეხილობა, მძიმე ხარისხის ღრძობა ან დაჭიმვა, ქვეამოვარდნილობა (ნაწილობრივი დისლოკაცია) ან ამოვარდნილობა, სამედიცინო დახმარებამდე არტაშანის დადებაა საჭირო.