კიდურების ან თითების მოგლეჯა ან მოჭყლეტა | მკურნალი.გე
  1. კიდურების ან თითების მოგლეჯა ან მოჭყლეტა
  2. პირველადი დახმარება
  3. დაზიანებები და მოწამვლები
კიდურების ან თითების მოგლეჯა ან მოჭყლეტა

ტრავმის გამო შესაძლებელია ხელის ან ფეხის თითების მოგლეჯა. ქსოვილების კვდომის მიზეზი ბეჭდით ან სხვა რაიმე საგნის ზეწოლით შეპირობებული სისხლის მომარაგების შეწყვეტა შეიძლება გახდეს. ბეჭედმა სისხლის მიმოქცევის შეფერხება იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს, თუ ტრავმის გამო ან თავად ბეჭდის ზეწოლის შედეგად მის სიახლოვეს არსებული ქსოვილები შუპდება.

სხეულის მოგლეჯილი ნაწილები, თუ სათანადოდ იქნა შენახული, კლინიკის პირობებში ზოგჯერ შესაძლებელია კვლავ მიემაგროს თავის ადგილზე. ქსოვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, მოგლეჯილი ნაწილი უნდა მოთავსდეს დახურულ, მშრალ ცელოფნის პარკში, ხოლო პარკი ყინულიან კონტეინერში ჩაიდგას. მშრალი ყინული არ გამოიყენება. მოგლეჯილი ნაწილის მოთავსება წყალში არ შეიძლება.

თითის დაზიანების შემთხვევაში მისი შეშუპებაა მოსალოდნელი; ამიტომ თითიდან ბეჭედი, რაც შეიძლება მალე, შეშუპების განვითარებამდე უნდა მოიხსნას. ეს ეხება ნებისმიერ სხვა საგანს, რომელიც სხეულის რომელიმე ნაწილზეა გარშემოვლებული – ხელის ან ფეხის თითებზე, მკლავზე ან ფეხზე. ბეჭედი მსუბუქად უნდა გამოიქაჩოს მოსახსნელად; თუ მოხსნა გაძნელდა, საპნისა და წყლის გამოყენება ამცირებს ხახუნს და აადვილებს ბეჭდის მოხსნას. სხვა შემთხვევაში, გადაუდებლად არის საჭირო სამედიცინო დახმარების მოძიება.