ლავიწის მოტეხილობა | მკურნალი.გე
  1. ლავიწის მოტეხილობა
  2. თვალბუდის მოტეხილობები
  3. თვალის ტრავმები
  4. მხედველობის სისტემის დაავადებები
ლავიწის მოტეხილობა

ლავიწის მოტეხილობა გაშლილ ხელზე დავარდნის ან პირდაპირი ტრავმის დროს ვითარდება. ვინაიდან ლავიწის ძვალი უშუალოდ კანქვეშ მდებარეობს და მცირე კუნთოვანი მასით არის დაფარული, მოტეხილობის დროს ადვილად ვლინდება შეშუპება და დეფორმაცია. ტრავმების უმრავლესობა ლავიწის შუა მესამედს მოიცავს და ელასტიკური სახვევით ფიქსირდება. ზოგჯერ ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.

ლავიწის სხვა დაზიანება მოიცავს მის ნაწილობრივ ან სრულ დაშორებას/გათიშვას მხრის ძვალთან მიმაგრების ადგილიდან. აღნიშნულ მიმაგრებას აკრომიოკლავიკულური სახსარი ჰქვია, ხოლო დაზიანებას – აკრომიოკლავიკულური დაშორება ან დაჭიმულობა, ან ტრავმა. ზოგჯერ მას მხრის გათიშვასაც უწოდებენ. ის ძირითადად მხრის გვერდით ზედაპირზე დაცემისას ვითარდება. თუ მძიმე ხარისხის დაზიანება არ არის, ქირურგიული ჩარევა არ ტარდება. ზოგჯერ ლავიწის ძვალი მიმაგრების ადგილზე გამოშვერილია, რის გამოც ბირცვისებრი წარმონაქმნი მუდმივად სჩანს და შეიგრძნობა.