მხრის ძვლის მოტეხილობა | მკურნალი.გე
  1. მხრის ძვლის მოტეხილობა
  2. თვალბუდის მოტეხილობები
  3. თვალის ტრავმები
  4. მხედველობის სისტემის დაავადებები
მხრის ძვლის მოტეხილობა

მხრის ძვლის მოტეხილობა მხრის სახსართან ახლოს ვითარდება. აღნიშნული მოტეხილობა ხშირია გამართული ხელით დავარდნისას ან ძალის პირდაპირი ზემოქმედებით. სიმპტომებია ტკივილი და ხელის აწევის შეუძლებლობა. მხრის ძვლის შუა ნაწილის მოტეხილობა ზოგჯერ სხივის ნერვის დაზიანებას იწვევს, რაც ამცირებს მაჯის აწევის შესაძლებლობას. ამგვარი მოტეხილობების უმრავლესობის მკურნალობა ელასტიკური ბანდით და სახვევით არის შესაძლებელი. ქირურგიული ჩარევა საჭიროა მოტეხილი ფრაგმენტების მნიშვნელოვანი შეცილებისას. თუ მოტეხილობა მხრის სახსარს აზიანებს, შეიძლება პროთეზული (მხრის სახსრის ნაწილობრივი პროთეზირება) იმპლანტი გახდეს საჭირო.