თერმული კრუნჩხვა | მკურნალი.გე
  1. თერმული კრუნჩხვა
  2. თერმული დარღვევები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
თერმული კრუნჩხვა

თერმული კრუნჩხვაკუნთების ძლიერი სპაზმია, რომელიც შეპირობებულია ცხელ ამინდში სხეულზე რამდენიმე ფაქტორის ერთდროული ზემოქმედებით. ესენია: ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, ოფლის ჭარბი გამოყოფა და სითხის დიდი რაოდენობით მიღება.

ძლიერი ოფლიანობის დროს სითხე და ელექტროლიტები (მარილები) იკარგება, წყლის დიდი რაოდენობით მიღება მარილებს განაზავებს და, შესაბამისად, მათი კონცენტრაცია ქვეითდება, რაც კუნთების სპაზმს იწვევს. ძლიერი ოფლიანობა მოსალოდნელია ცხელ ამინდში, განსაკუთრებით თუ ადამიანი ფიზიკურად იტვირთება. სითბური კრუნჩხვები (კრამპი) მოსალოდნელია ქვემოთ ჩამოთვლილთა შორის:

ფიზიკური შრომით დაკავებული პირები, სახელდობრ, სამანქანო განყოფილებაში მომუშავენი, მეფოლადეები, სახურავის მკეთებელი ოსტატები, მაღაროელები;

სპორტსმენები, განსაკუთრებით მთამსვლელები და მოთხილამურეები, რომელთაც სპორტული აქტივობების დროს მრავალფენოვანი ტანსაცმელი აცვიათ და ვერ ამჩნევენ ძლიერ ოფლიანობას, აგრეთვე ჩოგბურთელები და მორბენლები რომელთაც უჭირთ დროის პოვნა ძლიერი ოფლიანობის დროს დაკარგული მარილების ჩასანაცვლებლად;

სამხედრო წვრთნების მონაწილეები.

თერმული კრუნჩხვის დროს ადგილი აქვს ხელების, წვივის უკანა კუნთების, ტერფების, თეძოს ან მკლავის კუნთების ძლიერ შეკუმშვას. კუნთი მაგრდება, დაჭიმული და მტკივნეული ხდება. ტკივილი ხშირად ძლიერია, ცხელება არ არის დამახასიათებელი. მსუბუქი სითბური კრამპები შესაძლოა აღიკვეთოს მარილიანი სითხეების ან საკვების მიღებით. დღეში 2 ჩაის კოვზი მარილის შემცველი 1-დან 2 ლიტრამდე სითხის მიღება. შესაძლებელია მარილიანი სითხეების ინტრავენურად შეყვანა; ეს სწრაფად ხსნის კუნთის სპაზმს, ამსუბუქებს ტკივილს და აღადგენს კუნთის ფუნქციას.