პეპლის მუხლუხის ნასუსხი | მკურნალი.გე
  1. პეპლის მუხლუხის ნასუსხი
  2. ნაკბენი ჭრილობა
  3. დაზიანებები და მოწამვლები
პეპლის მუხლუხის ნასუსხი

შხამიანი მუხლუხი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის რეგიონშია გავრცელებული. მას წვეთის ფორმა და გრძელი აბრეშუმისმაგვარი თმიანი საფარველი აქვს, რაც ბამბის ბუჩქის ან ბეწვის შესახედაობას აძლევს. როდესაც პეპლის მუხლუხი ადამიანის კანს ეხახუნება, მისი შხამიანი ბუსუსები კანში ჯდება და ძლიერ წვის შეგრძნებას და გამონაყარს იწვევს. ტკივილი, როგორც წესი, ერთი საათის განმავლობაში გაივლის. ზოგჯერ, უფრო მძიმე რეაქცია ვითარდება, რაც შესივებით, გულისრევით და სუნთქვის გაძნელებით გამოიხატება.

ზოგჯერ, მუხლუხის ნასუსხით გამოწვეულ სიმპტომებს ამცირებს დაზიანების არეში წებოვანი ლენტის დაკრობა და სწრაფად მოშორება, რომელიც აცილებს კანში ჩარჩენილი მწერის ბუსუსებს. საკვები სოდის სუსპენზია ან კალამინის ლოსიონის გამოყენება ამშვიდებს კანს, ხოლო ყინულის დადება ამცირებს ტკივილს. უფრო მძიმე რეაქციებს დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.