ყურბელას და მრავალფეხას ნაკბენი | მკურნალი.გე
  1. ყურბელას და მრავალფეხას ნაკბენი
  2. ნაკბენი ჭრილობა
  3. დაზიანებები და მოწამვლები
ყურბელას და მრავალფეხას ნაკბენი

ზოგიერთი დიდი ზომის ყურბელას ნაკბენმა, შეიძლება ტკივილი, შესივება და სიწითლე გამოიწვიოს. სიმპტომები იშვიათად გრძელდება 48 საათზე მეტხანს. მრავალფეხები არ იკბინებიან, თუმცა, მათ შეიძლება გამოყონ ტოქსინი, რომელიც გამაღიზიანებელი ეფექტის მქონეა, განსაკუთრებით თვალში შემთხვევით მოხვედრისას.

ყურბელას ნაკბენის არეში ყინულის მოთავსება ხშირად იწვევს ტკივილის შემსუბუქებას. მრავალფეხას ტოქსიკური სეკრეტი კანიდან დიდი რაოდენობით საპნით და წყლით უნდა ჩამოიბანოს. კანის გაღიზიანების შემთხვევაში, საჭიროა კორტიკოსტეროიდის კრემის გამოყენება. თვალის დაზიანების დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოირეცხოს წყლით.