ქრომი (სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები) | მკურნალი.გე
  1. ქრომი (სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები)
  2. სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები
  3. საგანგებო საკითხები
ქრომი (სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები)

ქრომი არის მინერალი, რომელიც ორგანიზმს მინიმალური რაოდენობით ესაჭიროება. მარცვლეული პროდუქტები ქრომის საუკეთესო წყაროს წარმოადგენენ. დანამატებში ქრომი ხშირად შეწყვილებულია პიკოლინატესთან.

სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: მართალია, ქრომის დეფიციტი აზიანებს ინსულინის აქტივობას, თუმცა ჯერჯერობით არ არის დადგენილი, რომ დანამატების მიღებით შეიძლება ინსულინის აქტივობის გაძლიერება. არც ის არის დადგენილი, რომ იგი ხელს უწყობს წონაში კლებას, კუნთების გაძლიერებას ან ორგანიზმის ცხიმის შემცირებას. ქრომის დანამატებმა შეიძლება შეამციროს ქოლესტერინის დონე და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლ) – ცუდი ქოლესტეროლის დონე, და აამაღლოს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (მსლ) –კარგი ქოლესტერინის დონე. ქრომის დანამატები მონაწილეობენ რკინის აბსორბაციის პროცესში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ქრომის მაქსიმალური უსაფრთხო დოზა უცნობია. ზოგიერთი მონაცემით, ქრომმა შეიძლება დააზიანოს ქრომოსომები და, აქედან გამომდინარე, შეიძლება ორგანიზმისთვის სხვადასხვა დამაზიანებელი ეფექტი იქონიოს ან, შესაძლებელია, კიბოს განვითარება გამოიწვიოს.