კოენზიმი Q10 | მკურნალი.გე
  1. კოენზიმი Q10
  2. სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები
  3. საგანგებო საკითხები
კოენზიმი Q10

კოენზიმი Q10 (ubiquinone) არის ენზიმი, რომელსაც ორგანიზმი ბუნებრივად იმუშავებს. იგი მონაწილეობს უჯრედებში მიმდინარე ენერგეტიკული მართვის პროცესებში და აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი. ანტიოქსიდანტები იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზეგავლენისგან, რომლებიც ნორმალური უჯრედების აქტივობის პროცესში გამომუშავებული ნივთიერებების ზეგავლენით მაღალი ქიმიური აქტივობით ხასიათდებიან. არსებობს მონაცემები, რომ კოენზიმი Q10-ის დონე დაქვეითებულია ასაკოვან ადამიანებში და იმათში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა გულის პრობლემები, კიბო, პარკინსონის დაავადება, დიაბეტი, ადამიანის იმუნოდეფიციტის სიმპტომი (შიდსი) და კუნთების დისტროფია. თუმცა, უცნობია კოენზიმი Q10-ის დაბალ შემცველობას რა წვლილი აქვს ამ დარღვევების განვითარებაში.

სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: კოენზიმი Q10-ის ეფექტიანობის შესწავლის მიზნით, იგი გამოიყენეს იმ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ გულის უკმარისობა და დეგენერაციული დარღვევები, პარკინსონის დაავადება და ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი (ალს). მისი ზეგავლენით ზოგიერთ ადამიანს შეიძლება შეუმსუბუქდეს კუნთების ტკივილი, გამოწვეული ზოგიერთი მედიკამენტის ზეგავლენით, ვინაიდან ისინი აქვეითებენ ლიპიდების დონეს სისხლში (სტატინები). კოენზიმი Q10-ის გამოყენებით, ასევე, შესაძლებელია სხვადასხვა სახის კიბოს მკურნალობისას საჭირო ქიმიოთერაპიული მედიკამენტების (როგორიცაა დოქსირუბიცინი და დაუნორუბიცინი) გულზე ტოქსიკური ზემოქმედებისგან დაცვა. მართალია, ამ მიმართულებით ჩატარებული წინასწარი კვლევების შედეგად მიიჩნევენ, რომ კოენზიმი Q10 შეიძლება იყოს შედეგიანი ამ დარღვევების სამკურნალოდ, თუმცა, შედეგები არაზუსტია და საჭიროა ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:კოენზიმი Q10-ის ზეგავლენით შეიძლება დაქვეითდეს სისხლის კოლტების წარმოშობის პრევენციის მიზნით დანიშნული ანტიკოაგულანტი ვარფარინის ეფექტი. გვერდითი მოვლენები არ არის ხშირი, თუმცა, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღენიშნოს საჭმლის მონელების დარღვევის სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა, ბოყინი, დიარეა და ღებინება და ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები, როგორიცაა თავბრუხვევა, სინათლეზე მგრძნობელობის მომატება, გაღიზიანება და თავის ტკივილი. სხვა გვერდითი მოვლენებია: კანის ქავილი, გამონაყარი, მადის დაკარგვა, დაღლილობა და გრიპის მსგავსი სიმპტომები. კოენზიმი Q10 არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დიდი დატვირთვით ვარჯიშობენ.