1. კრეატინი
  2. სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები
  3. საგანგებო საკითხები
კრეატინი

კრეატინი არის ამინომჟავა, რომელიც გამომუშავდება ღვიძლში და გროვდება კუნთებში. ფოსფატებთან კომბინაციაში იგი არის ადვილად ხელმისაწვდომი წყარო ორგანიზმის ენერგიის უზრუნველსაყოფად. კრეატინი აღმოჩენილია ისეთ საკვებ პროდუქტებში, როგორიცაა რძე, წითელი ხორცი და ზოგიერთი სახეობის თევზი.

სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: ადამიანები იღებენ კრეატინის დანამატებს იმისათვის, რომ გაიძლიერონ ფიზიკური ან ათლეტური შესაძლებლობები და შეამცირონ დაღლის რისკი. მისი მიღება ხშირად წონის მატებასთან ასოცირდება. არსებობს არცთუ ბევრი კვლევა, რომლებიც მიუთითებს, რომ კრეატინს შეუძლია შრომის უნარის გაძლიერება მოკლე მანძილზე მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში (მაგალითად, სპრინტინგის დროს). ამის საწინააღმდეგოდ სხვა, ასევე მცირე რაოდენობის კვლევებით, არ დასტურდება რაიმე გაუმჯობესება ამ ტიპის აქტივობისას.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: კრეატინის დანამატებმა შეიძლება გამოიწვიოს კრეატინის დონის მომატება შარდსა და სისხლში და ამის შედეგად განვითარდეს თირკმლების დისფუნქცია. ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ დიაბეტი ან თირკმლების დისფუნქცია, ან იღებენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც თირკმლებზე ტოქსიკური ზემოქმედებით ხასიათდება, თავი უნდა აარიდონ კრეატინის მიღებას.