1. ჯინჯერი
  2. სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები
  3. საგანგებო საკითხები
ჯინჯერი

ნივრის მსგავსად, ჯინჯერი დიდი ხანია გამოიყენება კულინარიასა და მედიცინაში. მცენარის ღერო შეიცავს სუბსტანციას, სახელწოდებით ჯინჯერილი, რომელიც ჯინჯერს სპეციფიკურ გემოსა და სუნს აძლევს.

სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: ბევრი ადამიანი ჯინჯერს იყენებს ორსულობასთან დაკავშირებული გულისრევისა და ღებინების შესამსუბუქებლად. ზოგიერთი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს მისი ამ მიზნით გამოყენების ეფექტიანობას, თუმცა, კვლევის შედეგები შერეულია და ჯერ კიდევ გასარკვევია, ეს ეფექტი (როგორიცაა ემოციურობა, ქიმიოთერაპია ან ქირურგიული ჩარევა) სხვა მიზეზით ხომ არ არის განპირობებული. ასევე არ არის დადგენილი, შეიძლება თუ არა ჯინჯერი ეფექტური იყოს ოსტეოქონდროზის ან სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალოდ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ჯინჯერი, ჩვეულებრივ, არ არის დამაზიანებელი, თუმცა, ზოგიერთ ადამიანს მისი მიღების დროს აღენიშნება კუჭის წვის შეგრძნება. მან შეიძლება, აგრეთვე, გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დისკომფორტი და პირში უსიამოვნო გემო. გარდა ამისა, ჯინჯერმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენის რისკის მომატება, როდესაც ჯინჯერის მიღება ხდება სხვა ისეთ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც სისხლის შედედების პრევენციის მიზნით გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და მეთვალყურეობა.